“ტაუროკატაფსია”

ძვ.წ.აღ-ით III-II ათასწლეულში (ბრინჯაოს ხანა) ხმელთაშუა ზღვაში არსებულ კუნძულ – კრეტაზე არსებობდა მინოსის ერთობ მაღალგანვითარებული ცივილიზაცია,რომელსაც ისტორიკოსები ეგეოსის კულტურის ერთ-ერთ ვარიანტად მიიჩნევენ.აღნიშნული ცივილიზაციის წარმომადგენლებში ძალიან გავრცელებული გახლდათ რიტუალური დანიშნულების მქონე,ხარის ზურგზე აკრობატულად გადახტომის ხელოვნება,რომელსაც - “ტაუროკატაფსია” ეწოდებოდა.კრეტაზე არსებული უძველესი ქალაქის – კნოსოსის სამეფო სასახლის არქეოლოგიური კვლევების დროს აღმოჩენილი იქნა ფრესკები,რომლებზეც გამოსახულია ეგრეთ წოდებული – “ხარებთან თამაშის” ანუ “ტაუროკატაფსიის” ეპიზოდები. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთ ფრესკაზე,რომელსაც “ტაუროკატაფსია” ეწოდება და რომელიც ძვ.წ.აღ-ით 1500 წლით არის დათარიღებული,წარმოდგენილია ხარი,რომლის რქებშიც ხელი აქვს ჩავლებული ახალგაზრდა აკრობატს და იმავე რქების დახმარებით აკეთებს ურთულეს ნახტომს მის ზურგზე.როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,მინოსელებისათვის,აღნიშნული რიტუალი ხარის კულტისადმი მიძღვნილი ღონისძიების უმნიშვნელოვანესი და განუყოფელი ნაწილი გახლდათ და მასში არა მარტო მამაკაცი აკრობატები იღებდნენ მონაწილეობას,არამედ ქალები და ბავშვებიც კი.ასეთივე მოტივების მქონე არტეფაქტები,არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი იქნა ბრინჯაოს ხანის ხეთების სამეფოში,ბაქტრიაში,სირიასა და ინდის ხეობაში.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ სწორედ “ტაუროკატაფსია” არის მიჩნეული ხარების ბრძოლის ყველაზე გავრცელებული და რიგ ქვეყნებში პოპულარული სახეობის – კორიდის წინამორბედად და ამ სისხლიანი ბრძოლის ჩამოყალიბების სულისჩამდგმელად.მიუხედავად უამრავი უძველესი ფრესკისა და არტეფაქტის აღმოჩენისა,სადაც ასახულია “ტაუროკატაფსია”,თანამედროვე პროფესიონალი კასკადიორები მიიჩნევენ,რომ ისეთი ტექნიკით,როგორსაც მინოსელები იყენებდნენ ტრიუკის შესასრულებლად,ფიზიკურად ყოვლად წარმოუდგენელი რამ გახლავთ ადამიანისათვის. (ავტორი გენია.ჯი)


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>