ვოლფგანგ ამადეუს მოცარტი – “ეპიზოდი”
1791 წლის 6 დეკემბერის შუა დღის 3 საათზე ავსტრიის დედაქალაქ ვენაში განთავსებულ “წმინდა სტეფანეს კათოლიკურ ეკლესიაში” გადასვენებული იქნა გენიალური ავსტრიელი კომპოზიტორისა და ვირტუოზი მუსიკალური-შემსრულებლის - ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ცხედარი.მოკრძალებულ სამგლოვიარო რელიგიურ ცერემონიალს ესწრებოდნენ ამადეუსის უახლოესი მეგობრები – ვან სვიტენი,ალბრეხტს ბერგერი,ზიუსმაიერი,დაინერი და სხვები.მათ შორის ანტონიო სალიერიც,რომელსაც შემდგომში ბრალი დასდეს მოცარტის მკვლელობაში (მოწამვლაში). (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ,დიდი მაესტროს ცხედარი გადაასვენეს და დაკრძალეს წმინდა მარქსერის სასაფლაოზე განთავსებულ იმ საერთო საფლავში,სადაც დაკრძალულები იყვნენ მხოლოდ და მხოლოდ მაწანწალები და უღარიბესი სოციალური ფენის წარმომადგენლები (იმ პერიოდში განცალკევებული საფლავისა და მასზე ძეგლის აღმართვა მხოლოდ მდიდართა პროივილეგია იყო.ხოლო როგორც ცნობილია,მოცარტი უმძიმეს ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს განიცდიდა გარდაცვალების წინ).მნიშვნელოვანია ის გარემოება,რომ მეუღლის დაკრძალვის პროცესიას არ დასწრებია,მოცარტის უსაყვარლესი მეუღლე – კონსტანცა ვებერი.საერთო (საძმო) საფლავში დაკრძალული ამადეუსის უკანასკნელი განსასვენებელი დიდი ხნის მანძილზე აღარავის გახსენებია.მათ შორის,არც მის მეუღლეს – კონსტანცას,რის გამოც საფლავის ადგილმდებარეობა,უპატრონობისა და მოუვლელობის გამო დავიწყებული იქნა.საინტერესო და მნიშვნელოვანია ის ფაქტიც,რომ მოცარტის მეუღლე კოსტანცა,ქმრის საფლავს პირველად,ამადეუსის გარდაცვალებიდან მხოლოდ 18 წლის შემდეგ ეწვია,თუმცა საფლავს რაღა თქმა უნდა ვერ მიაგნო.ის ადამიანები კი,რომლებმაც ვირტუოზი კომპოზიტორის ცხედარი მიწას მიაბარეს,უკვე გარდაცვლილები იყვნენ.მოცარტის მივიწყებული და დაკარგული საფლავის აღმოჩენა 1859 წელს მას შემდეგ მოხერხდა,რაც აღმოჩენილი იქნა სასაფლაოს გეგმა.მისი გარდაცვალებიდან ასი წლის გასვლასთან დაკავშირებული ღონისძიებების გამო, 1891 წელს მოქანდაკე ფონ გასერის მიერ შექმნილი ქანდაკება აღმართეს გენიალური კომპოზიტორის საფლავზე.ასე,რომ ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის საყვარელი მეუღლე – კონსტანცა ვებერი,არც ქმრის დასაფლავებას დასწრებია და არც 18 წლის მანძილზე არ დაინტერესებულა და მოუკითხია ის,თუ სად მდებარეობდა მასზე უზომოდ შეყვარებული მეუღლის უკანასკნელი განსასვენებელი. (ავტორი გენია.ჯი)
კონსტანცა ვებერი