ანტარქტიდის მახრჩობელა

ანტარქტიდის მახრჩობელა – წარმოადგენს მარცვლოვანთა ერთლებნიანი ოჯახის სახეობის სანებელ მცენარეს მახრჩობელათა გვარისა.საინტერესოა ის გარემოება,რომ აღნიშნული სახეობის მრავალწლოვანი მცენარეები გავრცელებული არიან ანტარქტიდის ყინულოვან კონტინენტზე (გარდა “ანტარქტიდის მახრჩობელა”-სი,ანტარქტიდაზე კიდევ ერთი სახეობის მცენარე ხარობს).მათი გავრცელების არეალებია – ანტარქტიდის ნახევარკუნძული,სამხრეთ შეტლანდის კუნძულები,ფოლკლენდის კუნძულები,არგენტინის ჩრდილოეთი რეგიონები და ჩილე.ანტარქტიდის მახრჩობელა შესანიშნავად პროგრესირებს მზესთან,რის გამოც კლდეებისა და ლოდების ისეთ ნაწილებში იზრდება,სადაც მზის სინათლე შედარებით კარგად სწვდება. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,ცნობილია,რომ კარგად ადაპტირდება მკაცრ ბუნებრივ და კლიმატურ პირობებთანაც.შესაბამისად,თავის სასიცოცხლო ფუნქციებს (ვეგეტაციური პერიოდს) აქტიურად ავლენს ყინვების დროსაც,რაც საშუალებას აძლევს მკაცრი ყინვის დროს ყვავილობა შეინარჩუნოს.ანტარქტიდის მახრჩობელას სიმაღლე 3 სანტიმეტრიდან 20 სანტიმეტრ სიმაღლემდე მერყეობს.გააჩნიათ საგველა (რთული ყვავილედი).ვეგეტაციის პერიოდი ნოემბერში ეწყებათ და დეკემბრის პირველ ნახევარში იწყებენ აყვავებას.უკანასკნელ ათწლეულში დედამიწაზე განვითარებულმა გლობალური დათბობის პროცესმა ანტარქტიდის კონტინენტზე ყინულის მასების საგრძნობი შემცირება გამოიწვია,რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ანტარქტიდის მახრჩობელას სახეობის მცენარის გავრცელების არეალის გაფართოებას დედამიწის ყველაზე ცივ კონტინენტზე. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>