მესტრიუს პლუტარქე – “ეპიზოდი”
სპარტელები რომ საბრძოლო ხელოვნების ბრწყინვალე ნიჭით იყვნენ დაჯილდოებული და სამაგალითო სიმამაცითაც გამოირჩეოდნენ,საყოველთაოდ არის ცნობილი.მიუხედავად ამისა,იშვიათად,თუმცა,მათ შორისაც მოიძებნებოდნენ ისეთი ადამიანები,რომლებიც ასეთი საქციელებით დიდად ვერ დაიკვეხნიდნენ.ამას ადასტურებს დიდი ძვლბერძენი ისტორიკოსის,ფილოსოფოსის,ესეისტისა და ბიოგრაფის – მესტრიუს პლუტარქეს (45-127 წლები) არაერთი გადმოცემაც.პლუტარქეს ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად,სპარტელების მიერ მტერთან გამართული მორიგი ბრძოლის მიმდინარეობისას,ლაკედემონელთა არმიის შემადგენლობაში მყოფმა ორმა ძმამ სპარტელთათვის მეტად შეუფერებელი და უჩვეულო საქციელი ჩაიდინეს.მათ თანამებრძოლები შუა ბრძოლის პროცესში მიატოვეს და შეშინებულებმა,ბრძოლის ველიდან შინ მოჰკურცხლეს.დადასტურებული ფაქტია,რომ ლაკედემონელი ქალები,თანამემამულე მამაკაცებზე არანაკლები გამბედაობითა და პატრიოტიზმით იყვნენ გამორჩეულები, და როდესაც სპარტელმა დედამ ბრძოლის ველიდან ლაჩრულად გამოქცეული შვილები სახლში იხილა,განრისხდა და შეჰყვირა: “უბადრუკებო,სად გარბიხართ,იქნებ იქ გინდათ დაიმალოთ,საიდანაც გამოძვერით?” – წარმოთქვა თუ არა ეს სიტყვები შვილების საქციელით შეძრწუნებულმა სპარტელმა დედამ,უმალვე – კაბა აიხადა, და ამ ქმედებით საბოლოოდ შეარცხვინა თავისი ვაჟები. (ავტორი გენია.ჯი)