მერი როულენდსონი
მერი როულენდსონი - დაიბადა,დაახლოებით 1635-1637 წლებში,სომერსეტის საგრაფოში (ინგლისი),ჯონ და ჯოანა უესტ უაიტების მრავალშვილიან ოჯახში.იგი წარმოადგენდა იმ ცნობილ ინგლისელ მწერალ ქალს,რომელიც ბრიტანეთის კოლონიის ტერიტორიაზე (თანამედროვე ამერიკა),ტყვედ იქნა აყვანილი ინდიელების მიერ,”მეფე ფილიპეს ომის” სახელით ცნობილი ბრძოლებისას.ტყვეობაში 11 თვე გაატარა.ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი,ინდიელთაგან გამოსყიდულ იქნა.განთავისუფლების შემდგომ დაწერა,მის მიერვე ტყვეობაში გადატანილი ამბების შესახებ,ცნობილი ნაწარმოები,სახელწოდებით – “ღვთის ძალა და სიკეთე: მოთხრობა მერი როულენდსის გატაცებასა და განთავისუფლებაზე”.1650 წელს მერის ოჯახი საცხოვრებლად ქალაქ სეილემში გადავიდა,რომელიც თავის მხრივ მასაჩუსეტსის ყურის კოლონიას წარმოადგენდა ამერიკის ტერიორიაზე (იმ პერიოდისათვის ახალი ინგლისის საკუთრება).1653 წელს გაემგზავრა ლანკასტერში,რომელიც მოსაზღვრე ქალაქი გახლდათ ინდიელებისა.აქვე,1656 წელს დაქორწინდა ჯოზეფ როულენდსონზე,რომელთან თანაცხოვრებაში 4 შვილი შეეძინა.პირველი ბავშვი,საუბედუროდ ადრეულ ასაკშივე გარდაიცვალა.1675 წლის 10 თებერვლის დილას,ლანკასტერს ინდიელებმა შეუტიეს,რა დროსაც,მერი სამ შვილთან ერთად ტყვედ იქნა აყვანილი.იგი შვილებთან ერთად 11 კვირისა და 5 დღის მანძილზე ინდიელთა ტყვეობაში იმყოფებოდა.1675 წლის 2 მაისს,გამოსყიდულ იქნენ 20 დოლარის გადახდის შედეგად.აღნიშნული თანხა კი შეგროვებულ იქნა ბოსტონელი მანდილოსნების მიერ.მერი როულენდსონის მიერ ბოსტონში გადასვლის შემდეგ,დაიწერა ზემოთ აღნიშნული შესანიშნავი ნაწარმოები,რომელშიც მან,არა მარტო საკუთარი განცდები,არამედ ფართოდ ასახა ინდიელთა ყოფა-ცხოვრების ნიუანსები.გამოქვეყნებიდან მალევე,მერი როულენდსონის მიერ დაწერილი წიგნი,ერთ-ერთ ყველაზე წაკითხვად ნაწარმოებადაც იქცა იმ პერიოდში.1677 წელს,ოჯახთან ერთად საცხოვრებლად უეზერსფილდში გადადის.ამავე პერიოდში,მისი მეუღლე – ჯოზეფი ეკლესიის მიერ პასტორად ინიშნება,თუმცა 1678 წლის ნოემბერში იგი გარდაიცვალა.ეკლესიამ ჯოზეფის ქვრივს (მერი) და ოჯახს ყოველთვიური 30 დოლარის ოდენობის პენსია დაუნიშნა.მერის მიერ დაწერილი ნაწარმოები 1682 წელს,გამოქვეყნებულ იქნა კემბრიჯში (მასაჩუსეტსის შტატი),ხოლო მოგვიანებით გამოიცა ლონდონშიც.1679 წლის 6 აგვისტოს,მეორედ თხოვდება,რა დროსაც ქორწინდება კაპიტან – სემუელ ტოლკოტზე.მერი როულენდსონი გარდაიცვალა 1711 წლის იანვარში,მასაჩუსეტსის ყურის კოლონიაში.მისმა ერთადერთმა ნაწარმოებმა კი საშუალება მისცა მკითხველს,ფართოდ გაცნობოდა იმ პერიოდისათვის ნაკლებად ნაცნობი ინდიელების ყოფა-ცხოვრებას.