“დამაკვირდი”

1. “მოლაპარაკე ხეზე უკეთესი ქვეყნად არაფერია.ხე ხომ ორივე სქესის ნაყოფს იძლევა.მისი მეშვეობით სიჩუმის,დუმილისაგან,გარჩევა შეიძლება,რადგან ადამიანი,ვისი გულიც დუმილით არის სავსე,სულაც არ არის ისეთი,როგორიც ის,ვისი გულიც სიჩუმით აღვსილა…” – მილორად პავიჩი

2. “მე მუხლებზე დავისვი სიმახინჯე და მაშინვე საშინელი დაღლილობა ვიგრძენი”. – სალვადორ დალი

3. “სულელისთვის სიბერე – ტვირთია,უვიცისთვის – ზამთარი,მეცნიერისთვის – მოსავლის მოწევა”. – ვოლტერი

4. “იარაღი იმისთვის არსებობს,რომ არავინ იყოს მონა”. – (ავტორი გენია.ჯი)

5. “ყველაფერს თავისი გზა აქვს,ხესა და ფოთოლს,მიწასა და ქვას,მდინარესა და იმ ლოდს,მდინარეში რომ გდია,ცასა და ღრუბელს,თავისი,მხოლოდ მისთვის განკუთვნილი გზა,თავისი,მხოლოდ მისთვის განკუთვნილი მელოდია და მელოდიათა ამ საოცარ სიმრავლეში არაფერია დისონანსური”. – ელენე ბატიაშვილი

6. “სიკვდილსაც გააჩნია თავისი ცივი მომხიბვლელობა”.

7. “მდინარეში ფონით გასვლა და მდინარეზე გადებულ ხიდზე გადავლა,სხვადასხვა ცნებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)

8. “სიბერე მაშინ იწყება,როცა გამბედაობა კვდება”.

9. “საქართველოს ისტორია წარმოადგენს ისეთ ხანგრძლივსა და რთულ დრამას,რომელსაც ასი შექსპირიც ვერ ამოლევს”. – იაკობ გოგებაშვილი

10. “საუკეთესოა ის სახლი,სადაც დოვლათი გროვდება სამართლიანად,ინახება სანდოობით და იხარჯება დაუნანებლად”. – სოლონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>