ფრანსუა-დომინიკ ტუსენ ლ’უვერტიური – “ეპიზოდი”
დასავლეთ ნახევარსფეროში აფრიკელ მონათა აჯანყებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აჯანყების,რომელსაც ისტორიკოსები – “ჰაიტის რევოლუციის” სახელით მოიხსენიებენ და რომელმაც განაპირობა კიდეც ჰაიტის,როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის ჩამოყალიბება,ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერი გახლდათ ჰაიტის ეროვნულ გმირად აღიარებული შავკანიანი აფრიკელი მონის ვაჟი - ფრანსუა დომინიკ ტუსენ ლ’უვერტიური (1743-1803 წლები).აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი საფრანგეთის ლეგენდარული იმპერატორის ნაპოლეონ I ბონაპარტის მხედართმთავრული ნიჭის დიდი თაყვანისმცემელი გახლდათ და ხშირად წერილებსაც უგზავნიდა მას.თუმცა,საინტერესოა ის გარემოება,რომ ნაპოლეონისადმი გაგზავნილი ყოველი წერილის შესავალს ლ’უვერტიური მეტად უცნაური სიტყვებით იწყებდა: “შავკანიანებს შორის პირველისაგან თეთრკანიანებს შორის პირველს”. (ავტორი გენია.ჯი)
ნაპოლეონ I ბონაპარტი