ჯონ ევერეტ მილეს შედევრი-სურათის “ოფელია”-ს შესახებ…
1851 წელს ერთ-ერთმა უდიდესმა ინგლისელმა პრერაფაელისტმა მხატვარმა და პრერაფაელისტების საძმოს ფუძემდებელმა – ჯონ ევერეტ მილემ (1829-1896 წლები),მუშაობა დაიწყო ტილოს,სახელწოდებით – “ოფელიას” შექმნაზე,რომლის სიუჟეტი გენიალური ინგლისელი დრამატურგის უილიამ შექსპირის პიესის – “ჰამლეტის” მოტივებზე გახლდათ დაფუძნებული.როგორც პიესაში განვითარებული მოვლენები მოწომობს,მას შემდეგ,რაც ოფელიამ შეიტყო,რომ მისი საყვარელი მამაკაცი – პრინცი ჰამლეტი მამამისის მკვლელი იყო,სიცოცხლის თვითმკვლელობით დასრულება გადაწყვიტა და მდინარეში თავი დაიხრჩო (მილემ თავის შედევრ-სურაზე სწორედ აღნიშნული ეპიზოდი ასახა).როგორც ცნობილია,პრერაფაელისტი მხატვრებისათვის უმნიშვნელოვანეს თვისებას წარმოადგენდა ტილოზე ბუნების მაქსიმალური სიზუზსტით ასახვა და გადმოცემის მიხედვით,მილემ “ოფელია”-ს პეიზაჟი მდინარე ჰოგსმილთან შეარჩია,სადაც იგი თითქმის ყოველდღიურად 11 საათის განმავლობაში მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც ჯონ ევერეტ მილემ სურათისათვის საჭირო პეიზაჟი შექმნა,დაიწყო იმ მოდელის ძიება,რომელსაც ოფელიას იმიჯი უნდა განესახიერებინა.მალევე ევერეტმა აღნიშნული პერსონაჟის მოდელად ის ცხრამეტი წლის ულამაზესი გოგონა – ელისაბედ ელეონორა სიდალი (1829-1862 წლები) შეარჩია,რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია იმ პერიოდის პრერაფაელისტი მხატვრების შემოქმედებაზე.იმისათვის,რომ ოფელიას მდინარეში დახრჩობის (სუიციდის) სცენა ზუსტად გადმოეცა ტილოზე მხატვარს,ელისაბედს წყლით სავსე აბაზანაში საათობით უწევდა ყოფნა.მიუხედავად იმისა,რომ აბაზანის წყალს მუდმივად აცხელებდნენ,ზამთრის საშინელი ყინვების გამო გოგონა მაინც საშინლად გაცივდა.აღნიშნულმა ფაქტმა ერთობ აღაშფოთა ელისაბედის მამა – ჩარლზ კრუკ სიდალი,რომელიც იმ შემთხვევაში,თუ მილე თავისი ქალიშვილის მკურნალობისათვის საჭირო თანხას არ გაიღებდა,სასამართლოში ჩივილით დაემუქრა.მხატვარს ელისაბედის განკურნება იმ დროისათვის საკმაოდ სერიოზული თანხა – 50 გირვანქა-სტერლინგი დაუჯდა,ხოლო “ოფელია”-ს პერსონაჟისათვის საჭირო კაბის შეძენა კი 4 გირვანქა-სტერლინგი.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ჯონ ევერეტ მილეს 1892 წელს დასრულებული დიდებული სურათი – “ოფელია”,საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე სათანადოდ არ იყო შეფასებული სპეციალისტებისა და სახვითი ხელოვნების მოყვარულების მიერ,მაგრამ,როგორც კი მისი სახელოვნებო ღირებულება ყველასათვის ცხადი გახდა,ტილო გადატანილი იქნა მსოფლიოში სახელგანთქმულ ლონდონში მდებარე “ტეიტის სახვითი ხელოვნების მუზეუმში”,სადაც დღემდეა დაცული.აღნიშნული შედევრი-სურათი კი,იმ პერიოდის პრერაფაელისტი მხატვრების შემოქმედების ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად არის აღიარებული. (ავტორი გენია.ჯი)
ჯონ ევერეტ მილე
ელისაბედ ელეონორა სიდალი
“ტეიტის სახვითი ხელოვნების მუზეუმი”