ფრიდრიხ II დიდი – “ეპიზოდი”
“ბებერ ფრიცად” წოდებული პრუსიის მეფე ჰოენცოლერნების დინასტიიდან და დიდი მხედართმთავარი - ფრიდრიხ II დიდი (1712-1786 წლები),რომელიც ბრძოლისას თავად მიუძოდა შეტევაში პრუსიელ ჯარისკაცებს და გასაოცარი სიმამაცის მაგალითს უჩვენებდა მათ,სიბერეში ერთობ მელანქოლიური გახდა,რადგან მისი უახლოესი მეგობრებისა და თანამებრძოლების უმეტესობა ცოცხლები უკვე აღარ იყვნენ.აღნიშნულმა გარემოებამ ფილოსოფიისა და მუსიკის მოყვარული მონარქი იმდენად დაამწუხრა და დააფიქრა სიკვდილზე,რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე შემდეგი სიტყვებიც კი ათქმევინა: – “მე უკვე დიდი ხანია გავხდი ისტორია საკუთარი თავისთვისვე!”
სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე ფრიდრიხი – უძილობით,პოდაგრით (ნიკრისის ქარი),ასთმითა და ჰემოროით იტანჯებოდა.ხანდაზმულ ასაკში შესული და საკუთარ თავში ჩაკეტილი ფრიდრიხი, 1786 წლის 17 აგვისტოს გამთენიისას პრუსიის ქალაქ პოსტდამში გარდაიცვალა.საინტერესოა ის გარემოება,რომ მისი გარდაცვალების ზუსტ დროს იმ საძინებელში,სადაც აღესრულა – საათი გაჩერდა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით,აღნიშნული საათი საფრანგეთის ლეგენდარული მხედართმთავრისა და იმპერატორის – ნაპოლეონ ბონაპარტის კუთვნილებად იქცა და იგი იმდენად უყვარდა,რომ წმინდა ელენეს კუნძულზე გადასახლებულმა თან წაიღო.საყურადღებოა ისიც,რომ ნაპოლეონი თავის გენერლებთან ერთად ეწვია ფრიდრიხის საფლავს და პატივი მიაგო მის ხსოვნას.
ფრიდრიხის ანდერძში გარკვევით იყო მითითებული,რომ გარდაცვალების შემთხვევაში,პოსტდამში მდებარე მის უსაყვარლეს “სანსუნის სასახლეში” უნდა დაეკრძალათ (ცნობისათვის,ამ უნიკალური არქიტექტურისა და ფუფუნების მატარებელ სასახლეს ხშირად “ვერსალის” დიდებული სასახლის კონკურენტადაც კი მოიხსენიებენ).როდესაც იგი აღესრულა,”სანსუნის სასახლეში” გარდაცვლილი მეფის დასაკრძალავად ყველაფერი იქნა მომზადებული.მიუხედავად ამისა,ფრიდრიხის ანდერძი პრუსიის შემდგომმა მეფემ ფრიდრიხ ვილჰელმ II-მ არ გაითვალისწინა და იგი დასაფლავებული იქნა პოსტდამში მდებარე “საგარნიზონო ტაძარში” მამამისის – “მეფე-ჯარისკაცად” წოდებული ფრიდრიხ ვილჰელმ I-ის გვერდით.ფრიდრიხის დაკრძალვიდან 160 წელიწადი გასულიყო… დედამიწა მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში იყო იწვოდა.პოსტდამის “საგარნიზონო ეკლესიის” დაბომბვის შიშით, 1943 წელს მისი ნეშტი გერმანული ვერმახტის ჯარისკაცებმა პოსტდამში განთავსებულ ერთ-ერთ მიწისქვეშა ბუნკერში გადაასვენეს (აღნიშნული ტაძარი მართლაც იქნა განადგურებული მოკავშირეთა ავიაციის დაბომბვის შედეგად 1945 წელს).შემდგომ კი თიურინგიის მხარეში განთავსებულ მარილის მაღაროში გადაასვენეს.საბოლოოდ ფრიდრიხ II დიდის ანდერძი,მისი გარდაცვალებიდან მხოლოდ 205 წლის შემდეგ იქნა აღსრულებული: 1991 წლის 17 აგვისტოს ღამეს (ისევე,როგორც მას ჰქონდა მითითებული ანდერძში),მისი ნეშტი ბუნდესვერის საპატიო ყარაულის თანხლებით,სრული სამხედრო პატივით იქნა დაკრძალული თავის უსაყვარლეს “სანსუნის სასახლეში”. (ავტორი გენია.ჯი)
პოსტდამში მდებარე “საგარნიზონო ეკლესია”,სადაც თავდაპირველად იქნა დაკრძალული ფრიდრიხ II დიდი.აღნიშნული ეკლესია მეორე მსოფლიო ომს შეეწირა და დღეს იგი აღარ არსებობს
ნაპოლეონი და მისი გენერლები ფრიდრიხის საფლავზე
1928 წელს გადაღებულ ფოტოზე ასახულია პოსტდამის “საგარნიზონო ეკლესიაში” განთავსებული მეფეთა საძვალე,სადაც მარცხენა მხარეს წარმოდგენილია ფრიდრიხის საფლავი
“სანსუსის სასახლის” ფასადი
ფრიდრიხ II დიდის საფლავის ქვა