მერი ბეილი – “ეპიზოდი”
საინტერესო დამთხვევაა,თუმცა ფაქტია,რომ ინგლისის ისტორიაში პირველი პროფესიონალი მწერალი,დრამატურგი და რენესანსის ეპოქის უდიდესი ავტორი ქალის – აფრა ბენის (1640-1689 წლები) პორტრეტი დახატული იქნა პირველი ინგლისელი პროფესიონალი მხატვარი და პორტრეტისტი ქალის – მერი ბეილის (1633-1699 წლები) მიერ.აფრა ბენის (ზემოთ გამოსახული) პორტრეტი მერი ბილის მიერ დახატული იქნა დაახლოებით 1663 წელს,მაშინ,როდესაც ინგლისის ისტორიაში პირველი პროფესიონალი მწერალი ქალი 30 წლის ასაკში იმყოფებოდა.აღსანიშნავია ის ფაქტიც,რომ მერი ბეილიმ თავისი ცხოვრების განმავლობაში უამრავი პორტრეტული ჟანრის ტილო დახატა.მათ შორის ისეთი ცნობილი ადამიანებისაც,როგორებიც იყვნენ – ჯორჯ სავილი (ინგლისელი სახელმწიფო მოღვაწე),ტომას სიდენჰემი (“ინგლისური მედიცინის მამა”),ედვარდ სტილიგფრეტი (ცნობილი ინგლისელი თეოლოგი და მეცნიერი),ჯონ უილკინსი (გამოჩენილი ბრიტანელი ფილოსოფოსი და ლინგვისტი),ჯონ ტილოსტონი (კანტერბერიელი ეპისკოპოსი) და სხვა. (ავტორი გენია.ჯი)
მერი ბეილი – “ავტოპორტრეტი”
P.S. ცნობისათვის,აღნიშნული პოსტი – Genia.Ge-ს მიერ გამოქვეყნებული მეექვსეათასე (6 000) ინფორმაციაა…