“დიდი ფრანგული ქრონიკები” – (ეპიზოდი)
საფრანგეთის ისტორიაში პირველად ფრანგულ ენაზე ნაბეჭდი წიგნი გამოცემული იქნა 1476 წელს და აღნიშნული წიგნის სახელწოდება გახლავთ - “დიდი ფრანგული ქრონიკები”,რომლის ხელნაწერის შექმნა ჯერ კიდევ XII საუკუნის მიწურულს დაიწყო ლათინურ ენაზე ფლიორისა და სენ-დენის ბენედიქტური სააბატოების ანალების ბაზაზე.თუმცა მისი სრულყოფა საუკუნების განმავლობაში მიმდინარეობდა სხვადასხვა პერიოდების დომინიკელი ბერების,ფრანგთა მეფეების სასახლის კანცლერებისა და მრჩევლების მიერაც კი.მასში აღწერილია უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პოლიტიკური ეტაპები საფრანგეთის ისტორიისა (XI-XV საუკუნეები).მეტად საინტერესოა ის გარემოება,რომ “დიდ ფრანგულ ქრონიკებში” ფრანგი ხალხის წინაპრებად დასახელებულნი არიან ლეგენდარული ქალაქის - ტროას მაცხოვრებლები ანუ ტროელები. (ავტორი გენია.ჯი) XV საუკუკუნიდან ამ უმნიშვნელოვანესი ისტორიული ქმნილების მიმართ,რომელშიც ფართოდ არის მეროვინგების,კაროლინგებისა და კაპეტინგების სამეფო დინასტიათა წარმომადგენელ მონარქთა მმართველობის პერიოდები და აღნიშნული დინასტიის მეფეების ბიოგრაფიები,საფრანგეთში ინტერესი მინელდა და შესაბამისად პოპულარობაც დაკარგა,რასაც ის ფაქტიც მეტყველებს,რომ დიდი ხნის მანძილზე საფრანგეთში მოქმედ ბიბლიოთეკებში მათი ხილვა თითქმის შეუძლებელი იყო.თუმცა,დღესდღეობით,”დიდი ფრანგული ქრონიკები” ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ქმნილებად არის მიჩნეული საფრანგეთში. (ავტორი გენია.ჯი)