ფრანსუა ოგიუსტ ფერდინანდ მარიეტი – “ეპიზოდი”

ერთ-ერთ უდიდეს ფრანგ ეგვიპტოლოგს,მეცნიერსა და არქეოლოგს - ფრანსუა ოგიუსტ ფერდინანდ მარიეტს (1821-1881 წლები),რომელსაც სრულიად სამართლიანად უწოდეს “ეგვიპტოლოგიის მამა”,ეგვიპტის ხელისუფლებამ XIX საუკუნეში სრული მონოპოლია მიანიჭა ქვეყანაში არქეოლოგიური კვლევების ჩასატარებლად. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ მის სახელთან არის დაკავშირებული ეგვიპტის დედაქალაქ კაიროში მსოფლიოში სახელგანთქმული – “ეგვიპტის მუზეუმის” დაარსება (გარკვეული პერიოდის მანძილზე იყო მისი დირექტორი).გარდა ამისა,მარიეტის სახელთანვე ასოცირდება უამრავი ძველეგვიპტური ხელოვნებისა და მატერიალური კულტურის ძეგლების აღმოჩენა.ხელმძღვანელობდა ამ უდიდესი ისტორიის მქონე ქვეყანაში არსებულ “სიძველეთა სამსახურს”.ფრანგი ეგვიპტოლოგის უზარმაზარი წვლილი ეგვიპტის ხელისუფლებას არ დაუკარგავს და მას სათანადო პატივიც მიაგო: მიანიჭეს – ფაშას ტიტული. 1859 ლის ოქტომბრისა და ნოემბრის თვეებში პერსონალური გიდი გახლდათ ეგვიპტეში ვიზიტით მყოფი საფრანგეთის უკანასკნელი დედოფლის – ეუგენიასი,რომელიც დაესწრო “სუეცის არხი”-ს საზეიმო გახსნას.ფრანსუა ოგიუსტ ფერდინანდ მარიეტი გარდაიცვალა 1881 წლის 19 იანვარს კაიროში.მხედველობადაკარგული ფრანგი მეცნიერის მიერ დაწერილ ანდერძში მკაფიოდ იყო მითითებული ის,რომ გარდაცვალების შემთხვევაში მისივე გახსნილი მუზეუმის ეზოში დაეკრძალათ,თუმცა მხოლოდ და მხოლოდ – ძველეგვიპტური ფორმის მქონე სარკოფაგში,რაც აღსრულებული იქნა კიდეც მადლიერი ეგვიპტელი ხალხის მიერ. (ავტორი გენია.ჯი)

ფრანსუა ოგიუსტ ფერდინანდ მარიეტის ძეგლი კაიროში

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>