“წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია” – (ეპიზოდი)

ბოსფორის სრუტეზე მდებარე თურქეთის რესპუბლიკის ერთ-ერთ უდიდეს და ულამაზეს ქალაქ – სტამბოლში სხვა უამრავ საოცარ რელიგიურ ტაძრებთან და ისტორიულ ნაგებობებთან ერთად განთავსებულია მსოფლიოში ერთადერთი რკინის კონსტრუქციისაგან აგებული მართლმადიდებლური ტაძარი,რომელიც - “წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესიად” იწოდება.ეს უნიკალური ტაძარი ბულგარული წარმომავლობის გახლავთ და დღესდღეობით კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს იურისდიქციაშია მოქცეული. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მსოფლიოში ერთადერთი რკინის კონსტრუქციის მქონე მართლმადიდებლური ტაძრის კონსტრუქციის უდიდესი ნაწილი დამზადებული იქნა თუჯისაგან (სხვა ნაწილები კი ფოლადისაგან).თავდაპირველად,”წმინდა სტეფანეს სახელობის ეკლესია” ხის კონსტრუქციისაგან იყო აგებული,თუმცა იგი ხანძარმა იმსხვერპლა,რამაც ბულგარულ სათვისტომოს გადააწყვეტინა იმავე ადგილას,შედარებით დიდი მოცულობის მქონე რკინის კონსტრუციისაგან დამზადებული ტაძარი აეგო. 1892 წლის 27 აპრილს დაიწყო ტაძრის აგება.რკინის 500 ტონა კონსტრუქცია დამზადებული იქნა ავსტრიაში,რომლის ტრანსპორტირება განხორციელებული იქნა გემების საშუალებით.მშენებლობა საბოლოოდ დასრულდა 1896 წლის 14 ივლისს,თუმცა გახსნილი იქნა 1898 წელს.ერთდაერთი,რაც ძველი ხის ეკლესიიდან მასში ხელუხლებლად გადაიტანეს – საკურთხეველი იყო.”წმინდა სტეფანეს ეკლესიაში” დაკრძალული არიან სხვადასხვა ბულგარელი სასულიერო პირები,მათ შორის ეპისკოპოსი – ილარიონი.სამნავიანი რკინის ბაზილიკა ჯვრის ფორმისაა,ხოლო შიდა ინტერიერი კი მოდერნის სტილის გახლავთ,რომელიც,სხვათაშორის,პირველად იქნა გამოყენებული სტამბოლის ტერიტორიაზე.გარდა ამისა,მასში საკმაოდ მრავლად არის წარმოდგენილი ნეოგოთიკური და ნეობაროკული არქიტექტურა.მსოფლიოში ერთადერთი რკინისაგან აგებული მართლმადიდებლური ტაძარი დღესაც მოქმედებს და სტამბოლის მართლმადიდებელი ტურისტებისათვის ერთ-ერთ უმთავრეს ღირშესანიშნაობასაც წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>