ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუში – “ეპიზოდი”

“სპარსეთის ყურის ომის” წინა პერიოდში, 1988 წლის 3 ვლისს ამერიკის შეერთებული შტატების სარაკეტო კრეისერმა “Vincennes”-მა,სპარსეთის ყურის თავზე მფრინავი ირანის ავიაკომპანიის სამოქალაქო თვითმფრინავი – “Airbus A 300 B2-203″ ჩამოაგდო,რომელიც თეირანი-დუბაის რეისს ასრულებდა.ამ საშინელ ტრაგედიას საუბედუროდ, 290 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა,მათ შორის 66 ბავშვის.აღნიშნული ტრაგედიის შესახებ ქვეყნის ხელისუფლებამ ოფიციალური განცხადება გააკეთა,სადაც ხაზგასმით აღნიშნა,რომ დაღუპული თვითმფრინავის პილოტები “Vincennes”-ის პილოტების კითხვებს არ პასუხობდნენ,რის გამოც იგი ირანული სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში შემავალ თვითმფრინავად შეცდომით იქნა იდენტიფიცირებული და ჩამოგდებული.შესაბამისად,ტრაგედია ირანული სამოქალაქო თვითმფრინავის პილოტებს დაბრალდა და ჩადენილი ქმედების გამო აშშ-ის ხელისუფლებას ბოდიში არ მოუხდია.იმ პერიოდში აშშ-ის ლეგენდარული პრეზიდენტის რონალდ რეიგანის მთავრობის ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა – ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშს,რომელიც ტრაგედიის მოხდენიდან მალევე აქტიურად ჩაერთო იმავე წელს აშშ-ი გასამართ საპრეზიდენტო არჩევნებში.ერთ-ერთი წინასაარჩევნო შეხვედრის მიმდინარეობისას ზემოაღნიშნული ტრაგედიის შესახებ ჟურნალისტებმა აშშ-ის მომავალ პრეზიდენტს (რიგით 41-ე პრეზიდენტი) ჰკითხეს,თუ რატომ არ მოუხადა ბოდიში დაშვებული შეცდომის გამო ირანელ ხალხსა და მსოფლიო საზოგადოებას არა მარტო ქვეყნის ხელისუფლებამ,არამედ პირადად მანაც,რაზეც ჯორჯ ჰერბერტ უოლკერ ბუშმა ძალიან მოკლე პასუხი გასცა:  ” – მიუხედავად ნებისმიერი ქმედებისა,მე არასოდეს მოვიხდი ბოდიშს ამერიკის შეერთებული შტატების სახელით!” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>