პოლ უორფილდ ტიბეტს-უმცროსი – “ეპიზოდი”
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წლის 6 აგვისტოს დილას ადგილობრივი დროით 8:15 წუთზე ამერიკულმა ბომბადმშენმა – B 29 “Enola Gay”-იმ,რომლის პილოტიც გახლდათ - პოლ უორფილდ ტიბეტს-უმცროსი (1915-2007 წლები),იაპონიის ქალაქ ხიროსიმაში ჩამოაგდო მსოფლიო საკაცობრიო ისტორიაში პირველი ატომური ბომბი,კოდური სახელწოდებით – “ბიჭუნა”,რასაც 140 000-ზე მეტი უდანაშაულო ადამიანის განადგურება მოჰყვა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ ამ უდიდესი ტრაგიკული მოვლენის გამო,შემდგომში მრავალი ის ამერიკელი პილოტი განიცდიდა სინდისის ქენჯნას,რომელთა მიერაც იქნა ატომური ბომბით განადგურებული იაპონური ქალაქების – ჰიროსიმასა და ნაგასაკის ათეულ ათასობით მშვიდობიანი მაცხოვრებელი. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მათ შორის არ იმყოფებოდა ტიბეტსი. 1975 წელს ჟურნალისტებისათვის მიცემულ აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ბრიგადის გენერალმა ტიბეტსმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა: “მე ვარ ამაყი იმით,რომ შევძელი არაფრიდან დამეწყო,დამეგეგმა ოპერაცია და უზრუნველყოფა მომეხდინა მისი ისე კარგად შესრულებისა,როგორც ეს მე გავაკეთე… ” 2005 წელს მიცემულ ინტერვიუში კი განაცხადა: “ჯანდაბა,თუკი თქვენ მე ისევ ისეთ სიტუაციაში ჩამაყენებთ,როგორშიც მაშინ ვიყავი,ისევ იმასვე გავაკეთებ,რაც მაშინ გავაკეთე”.სიცოცხლის უკანასკნელ ეტაპზე,ტიბეტსმა დაწერა ანდერძი,სადაც მიუთითა,რომ მისი გარდაცვალების შემდგომ იგი არც დაეკრძალათ და არც მემორიალური დაფა არ გაეკეთებინათ,რადგან შიშობდა,რომ სწორედ მისი საფლავი ან მემორიალური დაფა იქცეოდა ატომური ბომბისა და ზოგადად ატომური ომის მოწინააღმდეგეთა დემონსტრანტების პროტესტის გამოხატვის ადგილად,რაც მის სულს მოსვენებას არ მისცემდა.ამიტომ,მან ანდერში მიუთითა,რომ ცხედრის კრემაცია მოეხდინათ და ფერფლი ლა-მანშის სრუტეში მიმოებნიათ,რაც მისივე ანდერძის შესაბამისად იქნა განხორციელებული. (ავტორი გენია.ჯი)
B 29 “Enola Gay”
პოლ უორფილდ ტიბეტს-უმცროსი B 29 “Enola Gay”-ს შტურვალთან