აულუს ვიტელიუს გერმანიკუსის საშინელი აღსასრული
თავისი გაუმაძღარი სტომაქით სახელგანთქმული ძველი რომის იმპერატორი - აულუს ვიტელიუს გერმანიკუსი (15-69 წლები),სულ რაღაც ცხრა თვემდე ედგა ქვეყანას სათავეში,თუმცა ამ ხნის განმავლობაში იმდენად დიდი ზიზღი მოიმკო საკუთარი ხალხისა,რომ მათ რისხვას ვერ გადაურჩა და უსაშინლესი აღსასრულის წინაშე დააყენა საკუთარი სიცოცხლე.თავისი მმართველობის პერიოდში,ვიტელიუსი უდიდეს სიამოვნებას განიცდიდა ნებისმიერი ადამიანის ნებისმიერი მიზეზით სიკვდილით დასჯისას. (ავტორი გენია.ჯი) იგი არ ზოგავდა არა მარტო მისთვის უცხო ადამიანებს,არამედ მასთან ერთად გაზრდილებსაც,რომლებსაც ჯერ ეპირფერებოდა,ხოლო შემდგომ კი მუხანათურად კლავდა.ცნობილია,რომ,როდესაც მისმა ერთ-ერთმა სიცხიანმა მეგობარმა წამალი სთხოვა,ვიტელიუსმა მას შხამით გაზავებული სასმელი საკუთარი ხელითვე გამოაცლევინა და ასე გაისტუმრა საიქიოში.გერმანიკუსის ბრძანებით სიკვდილით ისჯებოდა უამრავი ადამიანი,მათ შორის პირადად,აულუსის თვალწინაც.მას უყვარდა თვალი ედევნებინა გაუბედურებული და მომაკვდავი ადამიანების ბოლო აგონიისათვის,რა დროსაც ხშირად გაუმეორებია: “თვალები მინდა გავაძღოო”.
მას შემდეგ,რაც ვიტელიუსის წინააღმდეგ ამხედრებული ჯარის ნაწილები იმპერატორის სასახლეში შეიჭნენ,მხდალმა აულუსმა სამალავს შეაფარა თავი,თუმცა მას იქაც მიაგნეს.მიუხედავად ამისა,იგი ამბოხებულებმა ვერ იცვნეს და მანაც თავი იმპერატორის რიგით ქვეშევრდომად გაასაღა,რითაც დროებით მოახერხა თავის დაძვრენა განრისხებული ხალხისაგან.ხოლო როდესაც ვიტელიუსის ვინაობა იქნა გამჟღავნებული,იგი სასახლიდან უკან შეკრული ხელებით,კისერზე თოკჩამოცმული და შემოგლეჯილი ტანსაცმლით,ნახევრადშიშველი,რომში მდებარე ფორუმისაკენ წაათრიეს.გზებზე გამოსული რომაელი მოსახლეობა,ერთ დროს უზარმაზარი ძალაუფლების მქონე აულუსს საშინელი სიტყვებით ლანძღავდა და აგინებდა.გარდა ამისა თმებითაც კი ითრევდა.როგორც დამნაშავეს,ნიკაპქვეშ მახვილის ბასრი პირი მიუშვირეს,რათა თავის ძირს დახრა არ შეძლებოდა და საკუთარი თვალით ეხილა ის ზიზღი,რაც მან თავისი ამაზრზენი მმართველობით მოიმკო. (ავტორი გენია.ჯი) ზოგიერთნი ვიტელიუსს ლოთობისაგან გაწითლებულ სახეში ტალახსა და ნაკელს ესროდა,ზოგიერთნი მის სიხარბესა და და გაუმაძღარ სტომაქს დასცინოდა,სხვანი კი გერმანიკუსის ფიზიკურ ნაკლოვანებებს აძაგებდნენ.იდგა 69 წლის 17 აპრილი… 57 წლის ასაკში მყოფი რომის ექს-იმპერატორი ჯერ აწამეს,ხოლო შემდგომ,წარმოშობით ტოლოსელმა – ანტონიუს პრიმუსმა,რომელსაც ზედსახელად “მამლის ნისკარტს” ეძახდნენ,აულუს ვიტელიუს გერმანიკუსი დანის რამდენიმე მოკლე დარტმით სიცოცხლეს გამოასალმა. (ავტორი გენია.ჯი)