იცით თუ არა,რომ
1. XVIII-XIX საუკუნეების ევროპელ მამაკაცებეში ერთობ მოდური გახლდათ – ბაკენბარდების (ლოყებზე დატოვებული და ნიკაპზე გამოპარსული წვერის) ტარება.თუმცა,ისტორიულად დადასტურებული ფაქტია,რომ პირველად ბაკენბარდების ტარება მოდაში უძველეს ბაბილონში მაცხოვრებელი სემიტურ ენაზე მოლაპარაკე მამაკაცებში იყო გავრცელებული (საინტერესოა ის გარემოებაც,რომ ერთ-ერთ უძველეს ფრესკაზე გამოსახული მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მხედართმთავარი – ალექსანდრე მაკედონელიც ბაკენბარდებით არის გამოსახული).
2. XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ტატუების გაკეთების ამერიკელი ოსტატის – ნორმან კეინს კოლინსის დევიზს წარმოადგენდა: “კარგი ტატუირება არ არის იაფი,იაფი ტატუირება კი კარგი არ არის”.
3. გადმოცემის თანახმად,ინგლისის უძველელეს პატრიარქალურ ქალაქ – გლასტონბერში,შუა საუკუნეებში დაცული იყო ერთ-ერთი ყველაზე იდუმალი ქრისტიანული ატეფაქტი – “წმინდა გრაალი”.
4. შუა აზიაში (თანამედროვე თურქმენეთში) მდებარე უძველესი ქალაქი – მევრი,რომელიც სელჩუკთა სახელმწიფოს დედაქალაქს წარმოადგენდა,დაახლოებით 850 წლის წინათ მსოფლიოში არსებულ ყველაზე დიდ მეგაპოლისს წარმოადგენდა.იგი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით იმ დროისათვის მსოფლიოში არსებულ ყველაზე დიდ ქალაქებს – კონსტანტინოპოლსა და ბაღდადსაც კი სჭარბობდა. (ავტორი გენია.ჯი)
5. “ბოტანიკის მამად” წოდებული დიდი გერმანელი ბოტანიკოსი – ოტო ბრუნფელსი (1488-1534 წლები),ღვთისმეტყველიც გახლდათ.მის სახელთან ასოცირდება არა მარტო ბოტანიკისა და რელიგიისადმი მიძღვნილი უმნიშვნელოვანესი ნაშრომების დაწერა,არამედ არაბული ენის,პედაგოგიკისა და ფარმაცევტიკისადმი მიძღვნილი ტრაქტატების გამოცემაც.
6. აფრიკის კონტინენტის სამხრეთ-აღმოსავლეთ მდბარე ქვეყნის – მოზამბიკის რესპუბლიკის გერბზე გამოსახული “კალაშნიკოვის” ტიპის ავტომატის სიმბოლურ დატვირთვას წარმოადგენს – “თავდაცვა და სიფხიზლე”.
7. ბულგარეთის ეროვნულ პოეტად აღიარებული – ხრისტო ბოტევის (1848-1876 წლები) შემოქმედებიდან,დღემდე მხოლოდ და მხოლოდ 20-მდე ლექსია შემორჩენილი.
8. გენიალურ ქართველ მოცეკვავესა და ანსამბლ “სუხიშვილების” ფუძემდებელს – ილიკო სუხიშვილს,მამა ადრეულ ასაკში გარდაეცვალა.იმისათვის,რომ ილიკოს დაქვრივებული დედისათვის ყოფა-ცხოვრება შეემსუბუქებინა, 9 წლის ასაკში მყოფი ბავშვი ხან მოხარშულ წაბლს ჰყიდდა და ხანაც გაზეთებს.
9. მას შემდეგ,რაც საქართველოს დაუძინებელმა მტერმა და ირანის გამგებელმა – აღა მაჰმად ხანმა,ჩვენთვის ტრაგიკულ “კრწანისის ბრძოლაში” მცირერიცხოვანი ქართული ლაშქრის გასაოცარი თავდადება იხილა,შეფიქრიანებულმა წამოიძახა: “მე არ მახსოვს,რომ რომელიმე ჩემი მტერი ასეთი გმირობით შემბრძოლებოდესო”. (ავტორი გენია.ჯი)
10. ბეღურასნაირთა რიგის ფრინველი – ბულბული,რომელიც არაჩვეულებრივი გალობით არის სახელგანთქმული,გალობის დროს თვალებს ხუჭავს.სწორედ ასეთ დროს ხდება იგი ყველაზე ხშირად სხვადასხვა სახეობის მტაცებლების იოლი მსხვერლი,მათ შორის კატებისაც.