“მეკობრეთა პარტია” – (ეპიზოდი)
ჩრდილოეთ ევროპაში,სკანდინავიის ნახევარკუნძულზე განთავსებულ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე დემოკრატიულ ქვეყანაში – შვედეთის სამეფოში, 2006 წლის 1 იანვარს შვედეთის იუსტიციის სამინისტრომ რეგისტრაციაში გაატარა 34 წლის ასაკის მქონე შვედი მეწარმისა და პოლიტიკოსის – რიკარდ ფალკვინგეს მიერ დაარსებული მეტად უცნაური სახელწოდების მქონე – “მეკობრეთა პარტია”.აღნიშნული პოლიტიკური ორგანიზაცია მკვეთრად ეწინააღმდეგება შვედეთში მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების,პატენტებისა და საავტორო უფლებების კანონმდებლობას.რადგანაც შვედეთის სამეფოში არსებულ “მეკობრეთა პარტია”-ს სხვა საპროგრამო თეზისები არ გააჩნია,მას არც მემარცხენე და არც მემარჯვენე ხედვების მქონე პარტიას არ მიაკუთვნებენ. (ავტორი გენია.ჯი)