ჯემალ აჯიაშვილი – “აბა,რა გითხრა ჩემო კარგო”

აბა,რა გითხრა ჩემო კარგო, – მთელი ეს წლები,

წესს რომ გვიგებს და გვაბურთავებს,როგორც წესია, - 

ჰგავს კლოუნადებს,გასართობად რასაც ესწრები, -

ხორხოცებს ხალხი, – მაღალ მთაზე დუმს ეკლესია.

* * *

კიდევ სხვა სცენა – სისასტიკის მწარე ნესტრები:

მკვლელი,რომელსაც ავსულები თავზე ესია,

დადის ლაღად და უზრუნველად, და მენესტრელი

უგალობს სატრფოს… მაღალ მთაზე დუმს ეკლესია.

* * *

და კითხულობენ – ვისიაო ეს ეკლესია:

თეკლეს ამბობენ,ბატონიშვილს, – ჩანს,თეკლესია!

მოკვდა ოზირის,გაიხურა კარი იზიდამ,

მაინც ხსნას ველით მლოცველების ღაღადისიდან,

სისხლი კი მიწას შერევია და შეგლესია,

თარეშობს ცოდვა,გმინავს ხალხი… დუმს ეკლესია…

კომენტარის დატოვება