სინეზიუსი – “ეპიზოდი”
თანამედროვე ლიბიის ტერიტორიაზე არსებულ ანტიკური ხანის ერთ-ერთ უძველეს ქალაქ კირენაში დაბადებული ქრისტიანი ღვთისმეტყველი და ალექსანდრიული სკოლის ფილოსოფოს-ნეოპლატონიკოსი - სინეზიუსი (დაახლოებით 370-414 წლები),რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მანამ აკურთხეს და აირჩიეს ლიბიური პტოლემაიდის ეპარქიის ეპისკოპოსად,სანამ ქრისტიანად მოექცეოდა.რიგი მკვლევარებისა ვარაუდობენ,რომ მისი ეპისკოპოსად კურთხევის ცერემონია სინეზიუსის ქრისტიანად მონათვლის პარალელურად განხორციელდა.თუმცა,კიდევ უფრო სანდო ვერსიის თანახმად,ამ მოვლენას ხსნიან იმით,რომ იმ პერიოდში კერპთაყვანისმცემლობის დაცემისას,ქრისტიანულ ეკლესიას ენიჭებოდა არა მარტო რელიგიური,არამედ უზარმაზარი საზოგადოებრივი და პოლიტიკური ფუნქციებიც.სინეზიუსი კი,თავის მხრივ ერთობ ენერგიული,განათლებული და გავლენიანი საზოგადოებრივი მოღვაწე გახლდათ,რამაც განაპირობა კიდეც მისი ეპისკოპოსად არჩევა მანამ,სანამ ქრისტიანად მოექცეოდა. (ავტორი გენია.ჯი)