ანდრეს ესკობარ სალდარიაგა – “ეპიზოდი”
ანდრეს ესკობარ სალდარიაგა – წარმოადგენდა იმ კოლუმბიელ ფეხბურთელს (მცველს),რომელმაც 1994 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარებულ მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატზე,მასპინძლებთან გამართულ მატჩში,საკუთარ კარში გაიტანა ავტოგოლი,რომელსაც საუბედუროდ,შეეწირა კიდეც მისი სიცოცხლე.სწორედ აღნიშნული ავტოგოლის შედეგად დამარცხდა (1 : 2) კოლუმბიის ნაკრები აშშ-ის ნაკრებთან მატჩში და გამოეთიშა გათამაშებას ჯგუფური ეტაპიდანვე.ამ უმძიმესი მარცხის შემდეგ,ის გუნდთან ერთად დაბრუნდა სამშობლოში,თუმცა,გაირკვა,რომ მის მიმართ კოლუმბიელი გულშემატკივრების რისხვა განუზომლად დიდი იყო. (ავტორი გენია.ჯი) მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა,მის სიცოცხლეს ამის გამო თუ ხელყოფდა ვინმე.სამშობლოში დაბრუნებიდან ათ დღეში,იგი კოლუმბიის ქალაქ მედელინში იქნა მოკლული დაცვის სამსახურში დასაქმებული კოლუმბიელი საფეხბურთო ფანატიკოსის – უმბერტო მუნიოს კასტროს მიერ.მან ავტოგოლის ავტორს 12 ტყვია ცივსისხლიანად დაახალა და როგორც თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით ირკვევა,ყოველი გასროლის შემდეგ,მკვლელი ესკობარს მთელი ხმით ცინიკურად ჩასძახოდა სიტყვას: “გოლი! გოლი! გოლი!”
კოლუმბიელი ფეხბურთის მკვლელს – უმბერტო მუნიოს კასტროს სასამართლომ 43 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა,შემდგომ სასჯელი 26 წლამდე შეუმცირეს და საბოლოო ჯამში იგი განთავისუფლებული იქნა პატიმრობიდან 11 წლის გასვლის შემდეგ (2005 წელს).ტრაგიკულად აღსრულებული კოლუმბიის ნაკრების ფეხბურთელი კი სახელმწიფოს მიერ სრული პატივით იქნა დაკრძალული.საინტერესოა ის გარემოება,რომ ანდრეს ესკობარის მკვლელობამდე სულ რაღაც ექვსი თვით ადრე მედელინშივე იქნა მოკლული მისი საყოველთაოდ ცნობილი მოგვარე,ნარკობარონი – პაბლო ესკობარიც. (ავტორი გენია.ჯი)
პაბლო ესკობარ სალდაგარიას მიერ გატანილი საბედისწერო ავტოგოლი აშშ-ის ნაკრებთან მატჩში