“სიდნეის ოპერის თეატრი” – (ეპიზოდი)
ავსტრალიის ყველაზე დიდ ქალაქ სიდნეიში განთავსებული – “სიდნეის ოპერის თეატრი”,მსოფლიო არქიტექტურის ჭეშმარიტ შედევრად არის აღიარებული.ავსტრალიისა და ზოგადად მსოფლიოს ერთ-ერთი ულამაზესი ნაგებობა გახსნილი იქნა 1973 წლის 20 ოქტომბერს გაერთიანებული სამეფოს დედოფლის ელისაბედ II-ეს მიერ,ხოლო 2007 წლის 28 ივნისს იგი “იუნესკო”-მ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიყვანა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა,რაც ყველაზე საინტერესოა,გახლავთ ის,რომ “სიდნეის ოპერის თეატრი” არა მარტო “იუნესკო”-ს მიერ იქნა აღიარებული მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად,არამედ ევროპის ჩრდილოეთით მდებარე დანიის სამეფომაც შეიყვანა იგი – “დანიის კულტურული კანონი”-ის ნუსხაში,რაც თავის მხრივ დანიის კულტურულ ფასეულობასთან არის ასოცირებული.ალბათ,იკითხავთ,სად ავსტრალიის კონტინენტზე მდებარე ქალაქ სიდნეიში აგებული “საოპერო თეატრი” და სად დანიური კულტურული მემკვიდრეობაო (და სრულიად მართებულადაც),თუმცა განგიმარტავთ,რომ ასეთი უცნაური გადაწყვეტილების მიზეზად იქცა “სიდნეის საოპერო თეატრის” არქიტექტორის ეროვნება: რადიკალური ექსპრესიონიზმისა და ნოვატორული დიზაინის მქონე სტილში აგებული ავსტრალიის უმნიშვნელოვანესი ღირშესანიშნაობის ავტორი და არქიტექტორი ეროვნებით დანიელი არქიტექტორი – იონ უტზონი (1918-2008 წლები) გახლდათ.სწორედ მისმა ეროვნებამ განაპირობა კიდეც ამ უნიკალური ნაგებობის დანიურ კულტურულ ფასეულობად აღიარება დანიის სამეფოში. (ავტორი გენია.ჯი)
იონ უტზონი – “სიდნეის საოპერო თეატრის” არქიტექტორი