ვაჟა ხორნაული – “ამქვეყნად ყველა აღმართზე”

ამქვეყნად ყველა აღმართზე

ღმერთის იმედით ვიარე,

ხან ზვავმა გადამიარა,

ხან ზვავზე გადავიარე.

შენი ხმა მენატრებოდა

/ის მომირჩენდა იარებს/

მაგრამ ვერ შევხვდით ერთმანეთს,

გული ვერ გაგიზიარე.

* * *

შენ წამით ადრე წასულხარ,

მე წამით დავიგვიანე.

კომენტარის დატოვება