სპარსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შესახებ…
თანამედროვე ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განვითრებული კონსტიტუციური რეცოლუციის პერიოდში (1905-1911 წლები),რევოლუციის უმთავრეს ცენტრს წარმოადგენდა გილანის ოსტანა (ადმინისტრაციული ერთეული,რომლის სათავეშიც იმყოფება გენერალ-გუბერნატორი).რევოლუციის შემდეგ გილანის ტყეებში ჩამოყალიბდა ეგრეთ წოდებული “ჯენგელების მოძრაობა”,რომლებსაც პროგრესულ ლიბერალებად მოიხსენიებდნენ. 1920 წელს ირანელი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწის – მუჰამედ ჰიიაბანის (1880-1920 წლები) ხელმძღვანელობით დაიწყო აჯანყება სპარსეთის შაჰისა და მისი მხარდამჭერი ინგლისელების წინააღმდეგ,რომელიც ჩახშობილი იქნა იმავე წლის სექტემბრის თვეში. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,საბჭოთა ხელისუფლების უშუალო პოლიტიკური მხარდაჭერით,ჯენგელებმა 1920 წლის 4 ივნისს მირზა კუჩეკ ხანის ხელმძღვანელობით მაინც აიღეს გილანის პროვინციის დედაქალაქი რეშტი,რის შემდეგაც,იმავე საბჭოთა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების შედეგად ჩამოყალიბებული იქნა – გილანის საბჭოთა რესპუბლიკა (თუმცა იგი შეყვანილი არ იქნა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში).ახლად დაარსებული ქვეყნის არსებობის შეწყვეტა დიდწილად განპირობებული გახლდათ ირანის შაჰსა და საბჭოთა მთავრობას შორის გამართული მოლაპარაკებებით,რომელიც გილიანიდან საბჭოთა არმიის სამხედრო ნაწილების გაყვანით დასრულდა.მიუხედავად ამისა,რევოლუციური მთავრობის ხელმძღვანელს მირზა კუჩეკ ხანს ბრძოლა არ შეუწყვეტია.მან ჩამოაყალიბა სპარსეთის წითელი არმია,ხოლო 1821 წლის 8 მაისს გილანის საბჭოთა რესპუბლიკას სახელწოდება შეუცვალეს და მას – სპარსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა უწოდეს. 1921 წელს რესპუბლიკაში სამოქალაქო ომი დაიწყო,რასაც არა მარტო კუჩეკ ხანის გაქცევა და მთებში სიცივითა და შიმშილით გარდაცვალება,არამედ სპარსეთის სოციალისტური რესპუბლიკის გაუქმებაც მოჰყვა.შესაბამისად,გილანის ოსტანა კვლავაც ირანის შემადგენლობაში დაბრუნდა. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ზემოთ განთვსებული წითელი დროშა – სპარსეთის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკის კუთვნილება იყო.
ირანის რუკაზე ყვითელი ფერით აღნიშნულია გილანის ოსტანა,სადაც ჩამოყალიბებული იქნა – სპარსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა
მუჰამედ კუჩეკ-ხანი
მუჰამედ ჰიიაბანი