“მართლმსაჯულების შადრევანი” – (ეპიზოდი)
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ფრანკფურტის ერთ-ერთ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს რიომებერგის (“რომის მთა”) მოედანზე განთავსებული ულამაზესი - “მართლმსაჯულების შადრევანი”.წითელი ქვაქვიშის (პირველი ვერსია დამზადებული იქნა 1611 წელს) სკულპტურული კომპოზიციის მქონე შადრევანზე წარმოდგენილ ძველრომაულ ღვთაებას – იუსტიციას,სხვა ანალოგიური ქანდაკებებისაგან განსხვავებით თვალები ახვეული არა აქვს. (ავტორი გენია.ჯი) ჩვეულებისამებრ,შადრევანში,იმთავითვე წყლის ნაკადი მოედინებოდა და მოედინება,თუმცა იყო გამონაკლისი შემთხვევებიც.კერძოდ,საღვთო რომის იმპერატორის კორონიზაციის დღეს,ამ საზეიმო პროცესის აღსანიშნავად შადრევანში წყლის ნაცვლად წითელი ან თეთრი ღვინის ნაკადი მოედინებოდა.ღვინის ფერის არჩევანი,თავად ახლად კორონიზირებულ იმპერატორზე იყო დამოკიდებული,რადგანაც სწორედ ის ფარავდა შადრევანში გამოსაყენებელი ღვინის ხარჯებს.როგორც ცნობილია,საღვთო რომის იმპერიამ არსებობა 1806 წელს შეწყვიტა და მას შემდეგ,შადრევანში ღვინის წყლით ჩანაცვლება აღარ განხორციელებულა. 1887 წელს ფრანკფურტელი ღვინით მოვაჭრის გუსტავ მანსკოპფის ინიციატივით წითელი ქვაქვიშისაგან დამზადებული “მართლმსაჯულების შადრევანი”,ჩანაცვლებული იქნა ბრინჯაოს ანალოგიური კომპოზიციის მქონე ულამაზესი შადრევნით. (ავტორი გენია.ჯი)