სირმიუმი – “ეპიზოდი”

თანამედროვე სერბეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს ქალაქი – სრემსკა მიტროვიცა,რომლის სახელწოდებაც ალბათ ბევრის არაფერის მთქმელია.თუმცა,თუკი მის ისტორიას გადავავლებთ თვალს ერთ მეტად მნიშვნელოვან გარემოებას აღმოვაჩენთ: ძვ.წ.აღ-ით I საუკუნემდე აღნიშნული ქალაქის ტერიტორიაზე რომაელების გამოჩენამდე ილირიული დასახლება არსებობდა. (ავტორი გენია.ჯი) იმ პერიოდში ქალაქის სახელწოდება გახლდათ – სირმიუმი.რაც ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ არის ის,რომ სწორედ ამ ქალაქში იქნა დაბადებული რომის მრავალი იმპერატორი: ქუინტუს ჰერენიუს ეტრუსკუს დეციუს “უმცროსი”  (მმართველობის პერიოდი 251 წელი); გაიუს ვალენს ჰოსტილიანუს მესიუს ქუინტუსი (მმართველობის წელი 251 წელი); გაიუს მესიუს ქუინტუს დეციუსი (მმართველობის წლები 249-251 წლები); მარკუს ავრელიუს ვალერიუს კლაუდიუს II  (268-270 წლები); მარკუს ავრელიუს კლაუდიუს ქუინტილიუსი (270 წელი); ავრელიენე (270-275 წლები); მარკუს ავრელიუს პრობუსი (276-282 წლები); მარკუს ავრელიუს მაქსიმიანუს ჰერკულიუსი (285-305 წლები); კონსტანციუს II (337-361 წლები) და ფლავიუს გრაციანე (375-383 წლები).

გარდა იმისა,რომ აღნიშნული სირმიუმი მრავალი რომაელი იმპერატორის მშობლიური ქალაქი იყო,მასში თავისი რეზიდენცია გადაიტანა რომის იმპერატორმა ვალენტინე I-მა; თეოდორიუს I,სწორედ სირმიუმში გამოაცხადეს რომის იმპერატორად. IV-V საუკუნეებში ქალაქის ტერიტორიაზე არსებობდა ხუთი ქრისტიანული ტაძარი,რომლებშის მოღვაწეობდნენ ისეთი წმინდანები,როგორებიც იყვნენ – ირინეუს სირმიუმელი,მეთოდიოს მორავიელი და ანასტასია უმცროსი.სირმიუმის დანიშნულება გვიან ანტიკურ ხანაში იმდენად დიდი იყო,რომ მას დიდმა რომაელმა ისტორიკოსმა ამიანე მარცელინუსმა – “ქალაქთა დიდებული დედა” უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)

ქუინტუს ჰერენიუს ეტრუსკუს დეციუს “უმცროსი”

გაიუს ვალენს ჰოსტილიანუს მესიუს ქუინტუსი

გაიუს მესიუს ქუინტუს დეციუსი

 მარკუს ავრელიუს ვალერიუს კლაუდიუს II

მარკუს ავრელიუს კლაუდიუს ქუინტილიუსი

ავრელიენე

მარკუს ავრელიუს პრობუსი 

 მარკუს ავრელიუს მაქსიმიანუს ჰერკულიუსი 

კონსტანციუს II

ფლავიუს გრაციანე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>