“მშრომელთა ბრძოლის ორგანიზაცია” – (ეპიზოდი)
1939 წელს რუმინეთში დაბადებულმა ებრაული წარმომავლობის მქონე ფრანგმა ჟურნალისტმა,პროფკავშირულმა მოღვაწემ და ტროცკისტმა – დავიდ კორნერმა (1914-1976 წლები),ჩამოაყალიბა პატარა ორგანიზაცია,სახელოწდებით – “ტროცკისტული ჯგუფი”.იგი ერთობ აქტიურ მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სახის გაფიცვებსა და დემონსტრაციებში.მიუხედავად რიგი წარუმატებლობებისა,აღნიშნული ორგანიზაცია აქტიურობას მაინც არ წყვეტდა და რეგულარულ კავშირებს ამყარებდა და მოქმედებდა რიგ ანარქისტულ-სინდიკალისტურ მოძრაობებთან. (ავტორი გენია.ჯი) 1968 წელს საფრანგეთში განვითარებული ეგრეთ წოდებული “მაისის მოვლენების” შემდეგ,ქვეყნის ხელისუფლებამ ორგანიზაციის გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.ამის შემდეგ,ტროცკისტული ხედვებით გამორჩეული ორგანიზაცია იატაკქვეშეთში გადავიდა და სახელად “მშრომელთა ბრძოლა” დაირქვა. 1976 წელს მას კვლავ დართეს ფუნქციონირების საშუალება და არა ერთ არჩევნებშიც მიიღო მონაწილეობა,თუმცა ყოველ ჯერზე უშედეგოდ.საინტერესოა ის გარემოება,რომ “მშრომელთა ბრძოლის” ორგანიზაციას მეტად უცნაური და გასაოცარი შიდა სტრუქტურა გააჩნია.ორგანიზაციის შიდა სტრუქტურის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის მკაცრად არის გასაიდუმლოებული.თუმცა,მის შესახებ რამდენიმე ფაქტი მაინც გახდა ცნობილი,რომელთაგანაც ყველაზე საყურადღებოა ის,რომ ორგანიზაციის წევრებს კატეგორიულად ეკრძალებათ დაოჯახება და ბავშვის გაჩენაც კი.გარდა ამისა,მათმა რიგითმა წევრებმა არ იციან “მშრომელთა ბრძოლის” ლიდერების ნამდვილი სახელები და მათ მხოლოდ პარტიული სახელწოდებებითა და ფსევდონიმებით იცნობენ (თუ რატომ მოქმედებს ასეთი წესები მათ რიგებში – დაუდგენელია).ამ და სხვა გაუგებარი შიდა სტრუქტურისა და განსაკუთრებული დისციპლინის გამო,საფრანგეთში მოქმედ”მშრომელთა ბრძოლის” ორგანიზაციას დღემდე – “პოლიტიკურ სექტად” მოიხსენიებენ. (ავტორი გენია.ჯი)