ოლგა ჰერპნაროვა – “მე ვირჩევ – შური ვიძიო ჩემს მოძულეებზე”
1973 წლის 10 ივლისს ჩეხოსლოვაკის დედაქალაქ პრაღაში მდებარე “მშვიდობის დამცველების ქუჩზე” განთავსებულ ტრამვაის ერთ-ერთი გაჩერებაზე მდგომ ხალხში მთელი სისწრაფით შეიჭრა სატვირთო ავტომობილი.ამ უმძიმესმა ავარიამ საერთო ჯამში 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,ხოლო 12-მა კი სხვადასხვა სახის ტრამვები მიიღო.სამართალდამცველების მიერ უმოკლეს დროში იქნა დაკავებული სატვირთო ავტომობილის მძღოლი,რომელიც ახალგაზრდა ქალი – ოლგა ჰერპნაროვა (1951-1975 წლები) აღმოჩნდა.გამოძიებისას დადგინდა,რომ მომხდარი ტრაგედია ავტომობილის ტექნიკური გაუმართაობის ბრალი არ იყო და იგი გამიზნულად და განზრახ გახლდათ ჩადენილი.როგორც დაკავებული ქალი ირწმუნებოდა,ჰერპნაროვნამ ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდიდან მიიღო საშინელი ფსიქოლოგიური სტრესი. (ავტორი გენია.ჯი) მას თანაკლასელები მუდმივი დაცინვისა და შეურაცყოფის ობიექტად აქცევდნენ. 1964 წელს მიღებული ფსიქოლოგიური სტრესის შედეგად სუიციდის აქტის ჩადენაც კი სცადა (თავი მოიწამლა),რის შემდეგაც მოზარდი გოგონა ფსიქიკურად დაავადებულ ბავშვთა დაწესებულებაში გადაიყვანეს.იქ ერთი წელიწადი დაჰყო.სკოლის დასრულების შემდგომ სატვირთო ავტომობილზე დაიწყო მუშაობა.მიუხედავად მკურნალობისა,ოლგას ფსიქიკური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. 1970 წელს საკუთარ სახლს ხანძარი გაუჩინა,თუმცა მისი ჩაქრობა მოხერხდა.სახლისათვის ხანძრის გაჩენის მოტივად იგი ოჯახში მიმდინარე ყოველდღიურ კონფლიქტებს ასახელებდა,რაშიც ბრალს მამას სდებდა.
საინტერესოა ის გარემოება,რომ ჰერპნაროვამ ამ ამაზრზენი დანაშაულის ჩადენის წინ ორი ჩეხური გაზეთის რედაქციაში გაგზავნა წერილები,სადაც განმარტებული იყო დანაშაულის ჩადენის უმთავრესი მოტივები.მისი აზრით,ის,თავისი ქმედებით შურს იძიებდა არა მარტო საკუთარ ოჯახზე,არამედ მოძალადე საზოგადოებაზე,გულგრილ კაცობრიობასა და მხეცივით დაუნდობელ მთელ სამყაროზე.აქვე წარმოგიდგენთ ოლგას მიერ დაწერილ წერილში მოყვანილ რამდენიმე ეპიზოდს:
“რამდენიმე ადამიანს სიკვდილს მოვუტან,რისთვისაც დამაკავებენ და დამსჯიან.მიუხედავად იმისა,რომ არ მჯერა სასულიერო პირების და ექიმებისა,მჯერა იმის,რომ ჩვენს საზოგადოებაში მოიძებნება თუნდაც ერთი ისეთი ღირსეული და სუფთა სინდისის მქონე ჟურნალისტი,რომელიც ჩემს აღსარებასა და აღიარებას სათანადოდ შეაფასებს.
ცამეტ წლამდე ვიზრდებოდი საზიზღარ პირობებში ეგრეთ წოდებულ “კარგ ოჯახში”.მცემდნენ და მაწამებდნენ.უფროსებისა და თანაკლასელებისათვის მუდმივად სათამაშო საგანს წარმოვადგენდი.მომიხსენიებდნენ ზედსახელებით – მუმია,ქვის ყვავილი,ტარზანი,დაშავებული ანგელოზი,მძინარე ქალწული და სხვა.ჩემი მწამებლები დაუნდობლები და შეუბრალებლები არიან.მე ვარ ფარის მახინჯი წევრი და ოჯახის შავი ცხვარი,რის გამოც,რაც თავი მახსოვს მუდამ მარტოხელა ვიყავი.არა მყავს მეგობრები და არც არასოდეს მეყოლებიან.
…მე უფრო საშინელ პირობებში მიწევს ცხოვრება,ვიდრე ამერიკელ შავკანიანებს.გამეცით ვინმემ პასუხი რატომ? რისთვის გამხადეთ ადამიანებისაგანვე განადგურებული ადამიანი? რატომ გამაბოროტეთ? მაქვს შესაძლებლობა არჩევანისა: ან სუიციდით დავასრულო სიცოცხლე ან მოვკლა სხვები.მე ვირჩევ – შური ვიძიო ჩემს მოძულეებზე.ამქვეყნიდან ისე,რომ წავიდე,როგოც უსახელო თვითმკვლელი,ეს თქვენთვის ძალიან კარგი და მარტივი იქნებოდა.
… და რადგანაც საზოგადოებას არ ჰყოფნის სიმამაცე თვითშეფასებისა და თვითგასამართლებისა,მაშინ ძალადობის მსხვერპლნი იძულებული ხდებიან საზოგადოების უბოროტესი წევრები კერძო,პირადი რიგითა და წესით დასაჯონ.
ჩემი ვერდიქტი ასეთია: მე,ოლგა ჰერპნაროვა,მსხვერპლი თქვენივე გაუგონარი სიმხეცისა,გისჯით – სიკვდილით დასჯას!!!”
P.S. იმ პერიოდში ფოსტის არც თუ ისე სწრაფმა მომსახურების შედეგად ვერ იქნა აღკვეთილი უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა,რადგან ზემოაღნიშნული წერილები გაზეთის რედაქციებს დანაშაულის ჩადენიდან მხოლოდ ორი დღის შემდეგ მიუვიდათ.მიუხედავად იმისა,რომ დადგენილი იქნა ოლგას ფსიქიკური აშლილობა,მას ჩეხოსლოვაკიის სასამართლომ მაინც სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა,რაც აღსრულებული იქნა 1975 წლის 12 მარტს. (ავტორი გენია.ჯი)