ზვიად გამსახურდიას მოსაზრება…
” – სწორედ,ეროვნული თვითშეგნება აქცევს ადამიანს ადამიანად.ეროვნება არა აქვს ცხოველს,სარწმუნოება და ეროვნება ის ძირითადი თვისებებია,რომელნიც ადამიანს სხვა სულიერისაგან განასხვავებენ და მისთვის ამ განმასხვავებელი თვისებების წართმევა უმძიმესი დანაშაულია ადამიანის წინაშე,დასაწყისი მისი,როგორც პიროვნების,დეგრადაციისა.დენაციონალიზაცია წინაპართა და წარსულის უარყოფა,ადამიანის სრული მოკვეთაა ეროვნული ფესვებისაგან.კაცი ადამიანურ აზრს მხოლოდ თავისი ეროვნული კულტურის წიაღში ინარჩუნებს,ამიტომ ადამიანის კულტურა განუყრელად არის დაკავშირებული მის ეროვნებასთან; იგი მშობლიური კულტურის მეშვეობით ეზიარება მსოფლიო ცივილიზაციას.ამდენად დენაციონალიზაცია ადამიანისა და დენაციონალიზაცია ქვეყნისა წყვეტენ მათ კავშირებს დანარჩენ სამყაროსთან და დაუცველს ტოვებენ მსოფლიო მასშტაბით ორგანიზებული კოსმოპოლიტური ძალების წინაშე”. (ავტორი გენია.ჯი)