მალალა იუსუფზაი – “ეპიზოდი”
მალალა იუსუფზაი წარმოადგენს იმ პაკისტანელ უფლებადამცველ ახალგაზრდა გოგონას,რომელსაც 2014 წელს სულ რაღაც 17 წლის ასაკში მიენიჭა “ნობელის პრემია” მშვიდობის დარგში.საყურადღებოა ის გარემოება,რომ მალალა ყველაზე ახალგაზრდა ნობელიანტია “ნობელის პრემიის” არსებობის ისტორიაში.პაკისტანელი უფლებადამცველი განსაკუთრებული ძალისხმევით იბრძვის ქალთა უფლებების დაცვისათვის.მისი მოთხოვნაა,რომ სუსტი სქესის წარმომადენლებს მსოფლიოს ნებისმიერ სახელმწიფოში მიენიჭოთ განათლების მიღების სრული უფლება. (ავტორი გენია.ჯი) იუსუფზაის შეხედულებებმა მალალას წინააღმდეგ განაწყო ერთ-ერთი ისლამული ტერორისტული ორგანიზაცია – “ტეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტანი”,რომელმაც 2012 წელს თავდასხმა მოაწყო ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე უფლებადამცველ მოზარდზე.საბედნიეროდ,თავში დაჭრილი და კომაში მყოფი მალალა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.მიუხედავად ამისა,მის მიმართ მუქარის შემცველი განცხადებები კვლავაც არ წყდება. 2013 წელს პაკისტანურ გაზეთ “The Daily Nation”-სში გამოქვეყნებულ ინტერვიუში,თალიბანის წარმომადგენელი – შაჰიდულა შაჰიდი აცხადებდა: “თუკი ჩვენ კიდევ მოგვეცემა ერთი შანსი,მას აუცილებლად მოვკლავთ.ისლამი კრძალავს ქალების მკვლელობას,თუმცა უნდა დავუშვათ გამონაკლისი იმათთვის,ვინც მხარს უჭერს ურწმუნოებს ჩვენი რელიგიის წინააღმდეგ ბრძოლაში”. (ავტორი გენია.ჯი)
მალალა იუსუფზაის შეხვედრა აშშ-ის პრეზიდენტთან – ბარაკ ობამასთან და მისი ოჯახის წევრებთან