დედოფალი ვიქტორია – “ეპიზოდი”
ცნობილია,რომ საუკუნეების განმავლობაში დიდი ბრიტანეთის სამეფო გვარის წარმომადგენელი მანდილოსნები საკუთარ ახალშობილებს თავიანთი მკერდით არ კვებავდნენ და ისინი ამ საქმისათვის სპეციალურად იყვანდნენ ეგრეთ წოდებულ “ძიძა-მკვებავებს”. (ავტორი გენია.ჯი) მათი შეხედულებით,საკუთარი მკერდით თავიანთივე შვილების გამოკვება დამამცირებელ ქმედებად და შესაბამისად,სირცხვილად აღიქმებოდა.გამონაკლისი,არც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ვიქტორია (1819-1901 წლები) ყოფილა,რომელსაც თავის მხრივ ცხრა შვილი ჰყავდა.მას შემდეგ,რაც ვიქტორიამ შეიტყო,რომ მისმა ქალიშვილმა – ვიკიმ (ვიქტორიამ) უარი განაცხადა ძიძა-მკვებავის აყვანაზე და საკუთარი მკერდით დაიწყო შვილის გამოკვება,იმდენად აღშფოთდა,რომ თავის ქალიშვილს – “ძროხაც” კი უწოდა.მოგვიანებით ვიკის მაგალითი ვიქტორიას მეორე ქალიშვილმა – ალისამაც გაიმეორა,რის გამოც დედოფალმა მის მფლობელობაში არსებულ ფერმაში მობინადრე ერთ-ერთ ძროხას საკუთარივე ქალიშვილის – ალისას სახელი უწოდა. (ავტორი გენია.ჯი)
ვიკი (ვიქტორია)
ალისა