“დამაკვირდი”

1. ”საოცარია,ყველაზე მეტად ქართველი თითქოს ქართველს მტრობს,მაგრამ უქართველოდ გაძლება არ შეუძლია,ვინაიდან მაინცდამაინც მასთან სურს მეტოქეობა,დატოლება,ძალის მოსინჯვა”. – გურამ ასათიანი

2. “სიკვდილი უკვდავებისკენ მიმავალი საოცარი გზა არის”. – თამარ გაბროშვილი

3. “იმისათვის,რომ შეინარჩუნო ქორწინება,უნდა ფლობდე 11-ჯერ აღებულ მოთმინებას”. – ჩინური სიბრძნე

4. “სიყვარული იმათთვისაა მოგონილი,ვისაც დრო აქვს,უფრო სწორად,ვინც დროის გარეშე ცხოვრობს”. – (ნოველიდან – “დრო არ მაქვს”)

5. “გარეგნულ ცვლილებას ადვილად შეატყობ ადამიანს,შინაგანს კი – მხოლოდ მისი საქციელი გამოამჟღავნებს”. – (ავტორი გენია.ჯი)

6. “ხეები ბედნიერები არიან,ფეხმდგომელა რომ იხოცებიან”. – გიორგი ლეონიძე

7. “პეპლის საჭერებით დასდევდა ხალხი სიმართლეს – ის არსად იყო”. – კატო ჯავახიშვილი

8. “არ შეიძლება იფიქრო,ბუნებრივი უბიწოება გაქრაო”. – ალექსეი ტოლსტოი

9. “დაიხსომეთ,ბრიყვების იმედით არასოდეს დაიწყოთ მოქმედება”. – (ავტორი გენია.ჯი)

10.  ”გულწრფელად ქართული სიტყვის “გენაცვალე”-ს თქმა მხოლოდ მშობელს შეუძლია”. – ლევან გოთუა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>