ლევან გოთუას ნააზრევი…

„ასაკოვანი კაცი, რომელიც არ იცნობს თავის მიწა-წყალს, ედარება უასაკოს, რომელიც არ იცნობს თავის აკვანს, შიგ კი წევს და ღუღუნებს”.

* * *

” – ვარამ-ბედობის ჟამს თავიანთი მარნებიდან ნუ გახედავთ საერთო საქმეს,თორემ ყველას წაგიმწარდებათ ზედაშე”.

* * *

” – ერისა და ოჯახის ბედნიერება თითქმის თანხვედრია,მხოლოდ თუ შენი ოჯახია ბედნიერი და ერი კი არა,სადღაც არ ყოფილხარ უანგარო”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ცხოვრებაში მე ბევრი ძიება და დუმილი შემხვდა…”

* * *

“თითო ადამიანი – თითო დამთავრებული სამყაროა.თითო მწერალი,ჩემის აზრით,გარდა ამისა,სხვა დაუმთავრებელ სამყაროებსაც მოიცავს”.

* * *

“ერისთვის,ერთიან სახელმწიფოსთვის უმჯობესია ერთ – იქნებ არა საუკეთესო აზრზე და მრწამსზე მოდგეს ყველა,ან დიდი უმრავლესობა,ვიდრე მრავალი საუკეთესო აზრი იყოს და ვერც ერთზე ვერ მოდგეს ერი…”

* * *

“დედა იმერეთში გაზრდილი მეგრელი მყავდა,მამა – გურული,ქართლში გავიზარდე,კახეთში იქმნებოდა ჩემი პირველი რომანი,სამცხე-ჯავახეთი სულს მიძლიერებდა და შემოქმედების ძალას მაძლევდა,სვანეთის მთებში დავეხეტებოდი დევნილი და მიუსაფარი… მე ქართველი ვარ და საკუთრივ არც ერთ კუთხეს არ ვეკუთვნი!”

* * *

“განა ადამიანთა აღდგომა-გაცოცხლება არ ძალუძთ ღმერთებს,მაგრამ არ ჩადიან ამას! არც არის საჭირო! ქვეყანაზე მეტად ცოტანი არიან ადამიანები,რომელთაც ნამდვილად არ ჰყოფნით ერთი სიცოცხლე.დანარჩენი ჩვეულებრივი სიხარბეა! მაგრამ ჩემგან იცოდეთ,ერთია აღდგომა,მეორეა – მეორედ მოსვლა,მესამეა და სულ სხვა უკვდავება სულისა!” (ავტორი გენია.ჯი)

* * *

“ყველაფერი,რაც ყდაშია – წიგნი როდია! არც გაცვეთილი სიტყვები და გატკეპნილი ფურცლებია წიგნი! არც უსულო აზრებისა და სახეების გროვა… არც პირფერული ლამაზსიტყვაობა შიშნაკრავისა და ყორმოჭრილისა”.

კომენტარის დატოვება