წმინდა ნიკოლოზ სერბი – “ქრისტე აღდგა!”

“ქრისტე აღდგა – მაშასადამე,ღმერთი ჭეშმარიტად არსებობს.

ქრისტე აღდგა – მაშასადამე,მართლაც არსებობს სულიერი სამყარო,რეალური და მარადიული სამყარო.

ქრისტე აღდგა – მაშასადამე,სიცოცხლე სიკვდილზე ძლიერია.

ქრისტე აღდგა – მაშასადამე,სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია.

ქრისტე აღდგა – მაშასადამე,ქრისტიანთა სასოება გამართლებულია.

ქრისტე აღდგა – მაშასადამე,ყველა მიწიერი სიძნელე დაძლეულია.

ყველა სიძნელე დაძლეულია,მთავარი და მტანჯველი საიდუმლოებანი გახსნილია,ბოროტებისა და ტანჯვის ბორკილები დამსხვრეულია,რამეთუ ქრისტე აღდგა!”

კომენტარის დატოვება