ტარიელ ხარხელაური – “გოგო,რომელსაც უყვარდა წვიმა”

მომესურვილე,

გზას ყეფით მივდევ,

ცამ აირეკლა თვალების ბრწყინვა,

ცაო,სადაა პატარა გოგო,

გოგო,რომელსაც უყვარდა წვიმა.

ქარმა ანთება სილურჯეს მოსდო,

ნელა ბინდდება,ჩამოსცრის წვრილად…

მთებო,სადაა პატარა გოგო,

გოგო,რომელსაც უყვარდა წვიმა.

წყალი გაურბის აპირულ ლოდებს

ნისლში გახვეულ ხეობას სძინავს…

ტყეო,სადაა პატარა გოგო,

გოგო,რომელსაც უყვარდა წვიმა.

ამოშრიალდა,არ ვიცი,როგორ

და შემზარავი აღმოხდა გმინვა -

მზემ წაიყოლა პატარა გოგო,

გოგო,რომელსაც უყვარდა წვიმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>