“Novus ordo seclorum” – (ეპიზოდი)
“შეთქმულების თეორიების” მოყვარულებში გავრცელებული ვერსიის თანახმად,აშშ-ის ერთ დოლარიან კუპიურაზე (რევერსზე) დატანილი “აშშ-ის დიდი ბეჭედი”,რომელზეც გამოსახულია წარწერა – “Novus ordo seclorum”-ი,ასოცირდება “ახალ მსოფლიო წესრიგთან”,თუმცა ამ ვერსიას სინამდვილესთან საერთო არაფერი აქვს,რადგან ზემოაღნიშნული დევიზი ლათინურენოვანია და ითარგმნება არა როგორც “ახალი მსოფლიო წესრიგი”,არამედ,როგორც – “საუკუნეების ახალი წესრიგი”.ერთდოლარიან ამერიკულ ფულად ბანკნოტზე ამ უჩვეულო დევიზის დაწერა დაკავშირებული გახლდათ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დამოუკიდებლობის მოპოვებასთან და ამავე ქვეყნის ისტორიაში სრულიად ახალი ერის დასაწყისთან.შესაბამისად,მას არავითარი კავშირი არ გააჩნდა ახალ მსოფლიო წესრიგთან. (ავტორი გენია.ჯი)