“ყოვლისშემძლე ბრიუსი” – (ეპიზოდი)
გამოჩენილმა ამერიკელმა კინორეჟისორმა – ტომ შედიაკმა 2003 წელს გადაიღო კომედიური ჟანრის მქონე მხატვრული ფილმი - “ყოვლისშემძლე ბრიუსი”,სადაც მთავარი როლი ითამაშა კანადური წარმომავლობის მქონე დიდმა ამერიკელმა კომიკოსმა მსაიობმა – ჯიმ კერიმ.აღნიშნულ ფილმში,სურათის მთავარი გმირი (ჯიმ კერი) ღმერთს 776-2323 სატელეფონო ნომრით უკავშირდება.რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს,მას შემდეგ,რაც ტიმ შედიაკის მიერ გადაღებული ფილმი კინოგაქირავებაში ჩაეშვა,ღმერთთან დაკავშირების მსურველმა ათასობით ადამიანმა სცადა ზემოაღნიშნულ ნომერზე დარეკვა.საინტერესოა ისიც,რომ ტელეფონის ნომერი – 776-2323 ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ სენფორდში მდებარე ერთ-ერთი ქრისტიანული ტაძრის სატელეფონო ნომერს სრულიად შემთხვევით დაემთხვა და იქ იმდენად ბევრი ზარი იქნა დაფიქსირებული,რომ თავგაბეზრებული ეკლესიის მსახურები იძულებული გახდნენ თავიანთი ძველი ნომერი ახალი ნომრით ჩაენაცვლებინათ. (ავტორი გენია.ჯი)