ეკატერინე ბაგრატიონი – “ეპიზოდი”

ეკატერინე ბაგრატიონი (1783-1857 წლები) – წარმოადგენდა ქართული წარმომავლობის მქონე რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერლისა და ევროპაში სახელგანთქმული მხედართმთავრის - პეტრე ბაგრატიონის ულამაზესს მეუღლეს,რომელსაც თავისი სკანდალური ქმედებების,ქარაფშუტული და აღვირახსნილი სექსუალური თვისებების გამო “შიშველი ანგელოზი” უწოდეს.უიღბლო პეტრე ბაგრატიონს,რომელმაც თავი შესწირა უცხო ქვეყნის სამსახურს და რომლის ძვლებიც იმავე ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ საფლავიდან იქნა ამოღებული და სამარადჟამოდ გადაკარგული,არც ეროვნებით რუსი მეუღლის არჩევანში გაუმართლა,რადგან მას შემდეგ,რაც 1805 წელს ისინი ერთმანეთს დაშორდნენ,ეკატერინე სკავრონსკაიამ (ეკატერინე ბაგრატიონის ქალიშვილობის გვარი) თავისი უღირსი ქმედებებით ერთობ დიდი დარტყმა მიაყენა ყოფილი მეუღლის ავტორიტეტს.მან ინტიმური ურთიერთობა გააბა ცნობილ ავსტრიელ სახელმწიფო მოღვაწესა და თავადთან – კლემენს ვონცელ ლოთარ მეტერნიხთან,რომელთანაც უკანონო ქალიშვილი,სახელად – კლემენტინა შეეძინა.ცნობისათვის,ეს ის მეტერნიხია,რომელსაც ასევე რომანი ჰქონდა გაბმული ნაპოლეონ ბონაპარტის უმცროს დასთან და მიურატის მეუღლესთან – კაროლინა ბონაპარტთან. (ავტორი გენია.ჯი) გავლენიან ავსტრიელ მაღალჩინოსანთან კონტაქტით ეკატერინე ერთობ ამაყობდა და ხშირად ამბობდა,რომ მან გაცილებით მეტი პოლიტიკური საიდუმლო იცოდა,ვიდრე ერთად აღებულმა სხვა ევროპელმა პოლიტიკოსებმა.ფაქტია,რომ მას უდიდესი გავლენა გააჩნდა თავის საყვარელ მეტერნიხზე.გარდა ამისა,დადიოდა ხმები,რომ პეტრე ბაგრატიონის ყოფილ მეუღლეს რომანები გაბმული ჰქონდა სხვა ცნობილ პოლიტიკოსებთანაც.მათ შორის,საქსონიელ დიპლომატთან – ფრიდრიხ ფონ შულენბერგთან,ლორდ ჩარლზ სტიუარტთან,ვიურტემბერგის პრინცთან და პრუსიის პრინცთან ლუდვიგთან. 1830 წელს კი ეკატერინემ იქორწინა მასზე 16 წლით უმცროს ინგლისელ გენერალზე – სერ ჯონ ჰობარტ კარადოკზე.

მიუხედავად იმისა,რომ პეტრე ბაგრატიონმა კარგად უწყოდა თავისი ყოფილი მეუღლის ევროპული “სასიყვარულო თავგადასავლები”,მას მაინც არაერთხელ თხოვა შერიგება,თუმცა უშედეგოდ.თავისი გონიერებით,მსუბუქი ყოფაქცევითა და ინტრიგნობით სახელგანთქმულ ქალი,რომელსაც მისი თანამედროვეები – რუსეთის იმპერიის საიდუმლო აგენტად მოიხსენიებდნენ,გარდაიცვალა 1857 წელს 75 წლის ასაკში იტალიის ულამაზეს ქალაქ ვენეციაში,სადაც იქნა კიდეც დაკრძალული. (ავტორი გენია.ჯი)

პეტრე ბაგრატიონი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>