ისრაელის სახელმწიფოს პასპორტი – “ეპიზოდი”
ისრაელის სახელმწიფომ თავისი პირველი საერთაშორისო ფორმატის მქონე დოკუმენტის (პასპორტის) გამოცემა 1948 წელს დაიწყო.აღნიშნული სახის დოკუმენტში ყოველი ჩანაწერი ივრითულ და ფრანგულ ენებზე იყო გაკეთებული.თუმცა საყურადღებოა ის გარემოება,რომ ახლადჩამოყალიბებული ისრაელის სახელმწიფოს მიერ გამოცემული პირველი პასპორტები თავდაპირველად არ წარმოადგენდა სრულყოფილი სახის პასპორტებს,რის გამოც მას მოლოდ და მხოლოდ “სამგზავრო დოკუმენტის” დანიშნულება გააჩნდა და ამავე სახელწოდებითაც მოიხსენიებდნენ.ეს სიტუაცია ისრაელმა მხოლოდ 1953 წელს გამოასწორა და შექმნა ისეთი სახის პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი,რომელიც სრულყოფილად პასუხობდა საერთაშორისო სტანდარტებსა და მოთხოვნებს.პირველი ადამიანი,ვინც ისრაელის სახელმწიფოს ისტორიაში ამ სახის პასპორტი მიიღო,გახლდათ ქვეყნის ლეგენდად ქცეული პრემიერ-მინისტრი – გოლდა მეირი,რომელიც იმ პერიოდისათვის ერთ-ერთ ებრაულ სააგენტოში მუშაობდა. (ავტორი გენია.ჯი)
გოლდა მეირი