ლუი ანტუან ჟიულენი – “ეპიზოდი”
1812 წლის 23 აპრილს საფრანგეთში მდებარე კომუნა სისტერონში,ადგილობრივი ქალაქის ორკესტრის დირიჟორის ოჯახში დაიბადა ვაჟი – ლუი ანტუან ჟიულენი,რომელიც შემდგომში ცნობილი ფრანგი კომპოზიტორი და დირიჟორი გახდა.აღსანიშნავია ის გარემოება,რომ იგი მონათლული იქნა იმავე ქალაქის ორკესტრის ოცდათექვსმეტივე წევრის მიერ,რის გამოც მას ნათლობისას ოცდათექვსმეტივე ნათლიის სახელი უწოდეს.შესაბამისად მისი სრულყოფილი ნათლობის სახელი გახლდათ – ლუი ჟორჟ მორის ადოლფ როშ ალბერ აბელ ანტონიო ალექსანდრე ნოე ჟან ლიუსენ დანიელ ეჟენ ჟოზეფ-ლებრენ ჟოზეფ-ბარემ ტომა ტომა ტომა-ტომა პიერ არბონ პიერ-მორელ ბარტლემი არტიუ ალფონს ბერტრან დიოდონე ემანუელ ჟოზიუე ვენსან ლიუკ მიშელ ჟიულ-დე-ლა-პლან ჟიულ-ბაზენ ჟიულიო სეზარ ჟიულენი. (ავტორი გენია.ჯი)
P.S. როგორც ცნობილია,ლუი ანტუან ჟიულენი ერთობ ექსცენტრიული ხასიათით გამორჩეული კომპოზიტორი და დირიჟორი გახლდათ.მისი ერთ-ერთი უცნაური თვისება გახლდათ ის,რომ ყოველი კონცერტის დაწყების წინ მისთვის ვერცხლის სინით სპეციალურად მიჰქონდათ თეთრი ხელთათმანები და ძვირფასი ქვებისაგან შემკული სადირიჟირო ჯოხი,რომლითაც დირიჟორობდა კიდეც თავის ორკესტრს.სხვა შემთხვევებში,უკვე სახელოვანი მუსიკოსი კონცერტებს არ მართავდა. (ავტორი გენია.ჯი)