ტოპიარი
ტოპიარი – წარმოადგენს რიგი სახეობის ხეებისა და ბუჩქების ფიგურული კრეჭის ხელოვნებას,რომელიც თავის მხრივ ბაღებისა და პარკების გამშვენიერების ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ხელოვნებაა.ტოპიარის ოსტატებს ძალუძთ ამა თუ იმ სახეობის ხესა და ბუჩქს ადამიანების,ცხოველებისა და არქიტექტურული ნაგებობების გეომეტრიული და ფანტასტიკური ფიგურული ფორმები მიაღებინონ.თავად სიტყვა – ტოპიარი,ბერძნული წარმომავლობის მქონე სიტყვაა და “ადგილს” აღნიშნავს.ლათინურ ენაზე კი – “ტოპიარია” – “მებაღეობის ხელოვნების” აღმნიშვნელია. (ავტორი გენია.ჯი) ტოპიარი სათავეს ჯერ კიდე რომის იმპერიის პერიოდიდან იღებს.თუმცა,განსაკუთრებული პოპულარობა მან რენესანსის ეპოქის ევროპაში მოიპოვა.იმ პერიოდისათვის,უამრავ სამეფო ბაღებში ტოპიარის ოსტატების მიერ მზადდებოდა – ადამიანების,ცხოველების,პირამიდების,კუბისა თუ სხვა ობიექტების მსგავსი ფიგურები,რაც აღაფრთოვანებდა არა მარტო ხელოვნების მოყვარულთ,არამედ ბუნების მოყვარულთაც.ყველაზე ცნობილი ტოპიარის ნიმუშები წარმოდგენილი გახლდათ პარიზში მდებარე ვერსალის სამეფო სასახლის ბაღებში.გარდა საფრანგეთისა,ტოპიარმა ფართო გავრცელება ჰპოვა ნიდერლანდებსა და ინგლისში.ხოლო “ამომავალი მზის” ქვეყანაში – იაპონიაში,ანალოგიური ჟანრის ხელოვნებას “ბონსაი”-ს სახელით მოიხსენიებენ.საყურადღებოა ის გარემოება,რომ – ტოპიარი დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო და ლამაზ ლანდშაფტური არქიტექტურის მიმართულებად. (ავტორი გენია.ჯი)