“კებრა ნეგასტი” – (ეპიზოდი)
“კებრა ნეგასტი” (ეთიოპური ენიდან ითარგმნება,როგორც – “მეფეთა დიდების წიგნი”) - წარმოადგენს ეთიოპელი ქრისტიანებისა და რასტაფარიანელებისათვის იმ წმინდა წიგნს,რომელიც დაწერილი იქნა XII საუკუნეში გეეზურ ენაზე (ანტიკური სამხრეთ სემიტური ენა).მასში აღწერილია ეთიოპიის იმპერატორთა,სოლომონის დინასტიის წარმოშობის ისტორია.შესაბამისად,”კებრა ნეგასტი” ეთიოპელთათვის უდიდესი ეროვნული,ლიტერატურული და რელიგიური დანიშნულების მატარებელი ფასეულობაა. (ავტორი გენია.ჯი) რამდენიმე ხნის მანძილზე,ეთიოპელთათვის ესოდენ ძვირფასი წიგნის ორიგინალი ვერსია დიდ ბრიტანეთში იყო დაცული.მიუხედავად უამრავი მცდელობისა,მისი დაბრუნება ეთიოპიაში დიდი ხნის განმავლობაში არ განხორციელებულა. 1872 წელს ეთიოპიის იმპერატორმა იოჰანეს IV-მ,როგორც კი სამეფო ძალაუფლება მოიპოვა,უმალვე აფრინა სწრაფი გზავნილი დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ გრაფ გნანვილთან,სადაც დაჟინებით მოითხოვდა ბრიტანეთის ხელისუფლებისაგან თავისი ერისათვის ესოდენ უმნიშვნელოვანესი წიგნის დაბრუნებას.გრაფი გრინვილისათვის გაგზავნილ სასწრაფო შეტყობინებაში იოჰანეს IV წერდა:
“თქვენს მფლობელობაში იმყოფება წიგნი სახელწოდებით – “კებრა ნეგასტი”,რომელიც შეიცავს ეთიოპიის კანონებს.მასში მოყვანილია ეთიოპელი მეფეების,ეკლესიებისა და პროვინციების სახელწოდებები.მე დაუყონებლივ მოვითხოვ თქვენგან,დაადგინოთ თუ ვის მფლობელობაში იმყოფება წიგნი და გამომიგზავნოთ იგი,რათა აღნიშნული წიგნის გარეშე ჩემი ქვეყნის შვილების დამორჩილება შეუძლებელი იქნება”.
დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ გაითვალისწინა ეთიოპიის იმპერატორის თხოვნა,თუმცა მათ ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდათ იმისათვის,რომ “ბრიტანეთის მუზეუმში” დაცული “კებრა ნეგასტი” სამშობლოში დაებრუნებინათ. 1872 წლის 14 სექტემბერს ეთიოპელთათვის წმინდა რელიქვია ეთიოპელებსვე დაუბრუნდა და დღემდე იქვეა დაცული. (ავტორი გენია.ჯი)