ნიკოლოზ პიმონენკო – “ფანატიზმის მსხვერპლი”
“ფანატიზმის მსხვერპლი” – წარმოადგენს ერთ-ერთი უდიდესი უკრაინელი ფერმწერისა და ჟანრული მხატვრობის დიდოსტატის - ნიკოლოზ პიმონენკოს (1862-1912 წლები) მიერ დახატულ შესანიშნავ სურათს.ზეთის საღებავით ტილოზე შესრულებული სურათის სიმაღლე 180 სანტიმეტრია,ხოლო სიგანე 224 სანტიმეტრი.აღნიშნულ სურათზე უკრაინელმა ხელოვანმა მუშაობა 1899 წელს დაიწყო და იმავე წელს დაასრლა.საინტერესოა ის გარემოება,რომ “ფანატიზმის მსხვერპლის” შექმნის იდეა მხატვარს შთაუნერგა ერთ-ერთ გაზეთში წაკითხულმა იმ განცხადებამ,სადაც აღწერილი იყო უკრაინულ ქალაქ კრემენეცში მომხდარი საშინელი ფაქტი.კერძოდ,იუდაიზმის რელიგიური მიმდინარეობის მქონე ახალგაზრდა გოგონას შეუყვარდა ქრისტიანული აღმსარებლობის მქონე უკრაინელი მჭედელი ჭაბუკი,რის შემდეგაც მან რწმენა შეიცვალა და ქრისტიანად მოექცა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ,რაც იუდეველებმა გაიგეს მათი სიყვარულისა და გოგონას მიერ რწმენის შეცვლის ამბავი,იგი უსასტიკესი მეთოდით დასაჯეს.ნიკოლოზ პიმონენკო იმდენად დააინტერესა ამ ისტორიამ,რომ იგი თავად ეწვია კრემენცს და პირადად გაეცნო მომხდარი ფაქტის თითოეულ დეტალებს,რის შემდეგაც შექმნა კიდეც თავისი შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო ნამუშევარი.
სურათზე გამოსახულია დაგლეჯილ პერანგში მყოფი ახალგაზრდა გოგონა,რომელიც ცდილობს თავი დაიხსნას გამძვინვარებული ბრბოსაგან.საყურადღებოა ის გარემოება,რომ გოგონას ყელზე უკეთია ქრისტიანული რელიგიის ერთ-ერთი უმთავრესი სიმბოლო – ჯვარი.მის წინ აღმართულია იუდევურ რიტუალურ ტანისამოსში ჩაცმული მამაკაცი,რომელსაც მუშტები აქვს მოღერებული უმწეო ახალგაზრდა ქალზე.სურათზე გამოსახული სხვა ადამიანები,რომელთა ნაწილიც ხის კომბლებითა და ქოლგებით არიან შეიარაღებულნი,ჩვეულებრივ სამოსებში არიან წარმოდგენილნი.გოგონას სიახლოვეს ზურგით მჯდომი ქალი,დასასჯელად მყოფი გოგონას დედაა,ხოლო მასთან ახლოს მდგომი მამაკაცი კი – მამა.იგი ქალიშვილისაკენ არის შებრუნებული და ქალიშვილის უარყოფისა და შეჩვენების ნიშნად ხელი ზემოთ აქვს აწეული.
ნიკოლოზ პიმონენკოს სოციალური შინაარსისა და დრამატული ჟანრის მქონე სურათი – “ფანატიზმის მსხვერპლი”,წარმოდგენილი და დაცულია უკრაინის ქალაქ ხარკოვში განთავსებულ “ხარკოვის სამხატვრო მუზეუმში”. (ავტორი გენია.ჯი)