Sedia Gestatoria-ს შესახებ…

Sedia Gestatoria – წარმოადგენდა რომის პაპებისათვის სპეციალურად დამზადებულ ხელით სატარებელ ტახტრევანს,რომელიც მორთული გახლდათ ძვირფასი ლითონებით,ძვირფასი ქვებითა და უმაღლესი ხარისხის აბრეშუმით. (ავტორი გენია.ჯი) სავარძლის მარჯვენა და მარცხენა მხარეებზე განთავსებული გახლდათ კათოლიკური ფლაბელუმები (მართლმადიდებლურ რელიგიაში ასეთივე ლითონის წრიულ ფირფიტებს – რიპიდებს ანუ – სამწერლობელებს უწოდებენ).აღნიშნული ტახტრევანი თორმეტ ადამიანს გადაჰქონდა საკუთარი ბეჭით.Sedia Gestatoria საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა რომის პაპების გადასაყვანად სხვადასხვა რელიგიური ცერემონიების მიმდინარეობისას,მათ შორის ახალი პონტიფიკოსის კორონიზაციის დროსაც.პირველი რომის პაპი,რომელმაც მის გამოყენებაზე უარი განაცხადა,გახლდათ იტალიური წარმომავლობის მქონე რომის პაპი – იოანე პავლე I (1912-1978 წლები).საყურადღებოა ის გარემოებაც,რომ იოანე პავლე I-მა ასევე უარი განაცხადა რომის პაპებისათვის განკუთვნილი “პაპის ტიარის” ტარებაზეც.თუმცა,მის გადაწყვეტილებას წინ აღუდგნენ სხვადასხვა გავლენიანი კათოლიკე სასულიერო პირები,რომლებმაც იგი დაარწმუნეს,რომ Sedia Gestatoria-თი იმიტომ უნდა გადაადგილებულიყო და “ტიარა” იმისათვის უნდა ეტარებინა,რომ მისი ქუჩაში გადაადგილების დროს პონტიფიკოსის დანახვა მორწმუნეებს შესძლებოდათ.მას შემდეგ,აღნიშნული ტახტრევნის გამოყენება მნიშვნელოვნად შეიზღუდა,თუმცა Sedia Gestatoria-ს გამოყენებაზე საბოლოო უარი იოანე პავლე II-მ თქვა,რის შემდეგაც რომის პაპებმა მასობრივად დაიწყეს ეგრეთ წოდებული ბრონირებული “პაპომობილებით” სარგებლობა. (ავტორი გენია.ჯი)

იოანე პავლე II

“პაპომობილი”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>