ვილჰელმ კაიტელი – “ეპიზოდი”

მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას,საფრანგეთის რესპუბლიკამ დიდი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე დათმო პოზიციები ვერმახტის ჯარებთან.ქვეყნის დედაქალაქი პარიზი კი სულაც უბრძოლველად დანებდა მოწინააღმდეგეს.შედარებისათვის,გერმანელ ფაშისტთა საფრანგეთში შეჭრის დროს,მტერთან წინააღმდეგობის გაწევისას, 40 მილიონიანმა საფრანგეთმა მხოლოდ 20 000 ადამიანი დაკარგა და ეს მაშინ,როდესაც გაცილებით ნაკლები მოსახლეობის მქონე იუგოსლავიამ (16 მილიონი მაცხოვრებელი) – 300 000.შესაბამისად,ფრანგების ბრძოლისუუნარობას მსოფლიო მასშტაბით ბევრი დასცინოდა.მას შემდეგ,რაც მეორე მსოფლიო ომის დასასრულს,დამარცხებული გერმანული არმიის მთავარსარდალი – ვილჰელმ ბოდევინ იოჰან გუსტავ კაიტელი კაპიტულაციის აქტზე ხელმოსაწერად მივიდა,გამარჯვებულ მოკავშირეთა არმიების ოფიცრებს შორის,ერთ-ერთი ფრანგი სამხედრო მაღალჩინოსანი იხილა,რა დროსაც მან დანანებით ჩაილაპარაკა: ”საოცარია,როგორ მოვახერხეთ ომში დამარცხება ამათთან?” (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>