უილიამ პატრიკ ჰიტლერი – “ეპიზოდი”
უილიამ პატრიკ ჰიტლერი (1911-1987 წლები) – წარმოადგენდა გერმანიის ფიურერის ადოლფ ჰიტლერის ღვიძლი ძმის – ალოის ჰიტლერის ვაჟს,რომელსაც განსაკუთრებული სიძულვილი გააჩნდა საკუთარი ბიძის მიმართ და ამას საჯაროდაც აღიარებდა.გერმანიიდან ლონდონში გაქცეულმა უილიამმა ჰიტლერის შესახებ ერთ-ერთ ინგლისურ გაზეთში გამოაქვეყნა სტატია,სახელწოდებით – “რატომ მძულს საკუთარი ბიძა”,სადაც დააკონკრეტა მისი ადოლფისადმი სიძულვილის მიზეზები.ძმისშვილის ზიზღი ცნობილი იყო თავად ჰიტლერისთვისაც და იგი ყოველნაირად ცდილობდა სამაგიერო სიძულვილი მიეზღო მისთვის. 1942 წელს გერმანულმა სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავებმა ინგლისური ქალაქი ლივერპული დაბომბეს.თუმცა,საყურადღებოა ის გარემოება,რომ პირადად ფიურერის ბრძანებით განსაკუთრებულად იქნა დაბომბილი ლივერპულის ის რაიონი,სადაც მისი ძმისშვილი უილიამ პატრიკ ჰიტლერი დაიბადა და აღიზარდა და რომელიც ძალიან უყვარდა მას.სწორედ ამ მეთოდით მიუზღო ზიზღის წილ ზიზღი ადოლფ ჰიტლერმა თავის გვარშეცვლილ (სტიუარტ-ჰიუსტონი) ძმისშვილს. (ავტორი გენია.ჯი)