ემილ ჰახა – “ეპიზოდი”
ემილ ჰახა (1872-1945 წლები) – წარმოადგენდა ჩეხეთის რიგით მესამე პრეზიდენტს 1938-1939 წლებში,ხოლო 1939-1945 წლებში კი ბოჰემიისა და მორავიის პროტექტორატის პრეზიდენტს.მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ,გერმანიის ფაშისტურმა ხელისუფლებამ ემილ ჰახას წაუყენა უსიტყვო კაპიტულაციის ულტიმატუმი,რის გამოც მან ადოლფ ჰიტლერთან პირადად გადაწყვიტა შეხვედრა. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ ამ მიზნით ეწვია იგი ბერლინს 1939 წლის მარტის თვეში და შეხვდა კიდეც ფიურერს.მიზანთროპთან შეხვედრის მიმდინარეობისას,ჰიტლერმა ჩეხეთის პრეზიდენტს კვლავაც უსიტყვო კაპიტულაციის ულტიმატუმი წაუყენა,რამაც ემილ ჰახაზე იმდენად დამთრგუნველად იმოქმედა,რომ მას მოლაპარაკებების მაგიდაზევე განუვითარდა გულის შეტევა.თუმცა ექიმების ჩარევის შედეგად იგი უცილობელ სიკვდილს გადაურჩა,რის შემდეგაც,მიუხედავად უმძიმესი ფიზიკური მდგომარეობისა,მაინც იძულებული შეიქნა ხელი მოეწერა ჩეხეთის კაპიტულირების აქტზე.სწორედ აღნიშნულმა კაპიტულირებამ გადაწყვიტა მისი ბოჰემიისა და მორავიის პროტექტოტარის პრეზიდენტად დანიშვნა,რაც თავის მხრივ გერმანელებთან თანამშრომლობის მომასწავებელი იყო. 1945 წელს ემილ ჰახა დაკავებული იქნა გერმანელ ფაშისტებთან თანამშრომშრომლობის გამო.ოფიციალური ცნობების თანახმად,განაჩენის მოლოდინში მყოფი ემილ ჰახა,ციხის საკანში 1945 წლის 26 ივნისს გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. (ავტორი გენია.ჯი)
ემილ ჰახასა და ადოლფ ჰიტლერის შეხვედრა,რა დროსაც ჩეხეთის პრეზიდენტს განუვითარდა გულის შეტევა