მთის ბატი
მთის ბატი – წარმოადგენს იხვისებრთა ოჯახის გადამფრენ ფრინველს,რომლის გავრცელების ძირითადი არეალებია – ცენტრალური ტიან-შანის,პამირისა და ალტაის მაღალმთიანი ტბები.გარდა ამისა,ისინი გვხვდებიან ჩრდილოეთ ევროპაშიც (სკანდინავიის ქვეყნები).ზამთრობენ ინდოეთის ჭარბტენიან დაბლობებში. (ავტორი გენია.ჯი) მთის ბატების სხეულის სიგრძე 70 – 75 სანტიმეტრია,ფრთების სიგრძე 40 – 45 სანტიმეტრი,ხოლო ზრდასრული ეგზემპლარების წონა კი 2 კილოგრამიდან 3 კილოგრამამდე მერყეობს.მათი სხეულის შეფერილობა მონაცისფროა.თეთრი ფერის მქონე თავი და კისერი შავი ზოლებით არის დაფარული.ნისკარტი და მაღალი ფეხები კი ყვითელი შეფერილობის აქვთ.ბუდეებს ძირითადად იგებენ მთების კალთებსა და სანაპირო კლდეებზე (იშვიათად ხეებზეც).შეუძლიათ სწრაფი გადაადგილება ხმელეთზე და ძირითად დროს ატარებენ არა წყალში (როგორც წესი),არამედ ხმელეთზე.მთის ბატები მცირე კოლონიებად ან მარტოხელა ერთეულებად ბუდობენ.დებენ 2-დან 6 კვერცხამდე და ინკუბაციის პერიოდი უგრძელდებათ 32 – 34 დღის მანძილზე.საინტერესოა ის გარემოება,რომ მთის ბატები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალ სიმაღლეზე მფრენი ფრინველებია (ჰიმალაის მთებში გადაფრენის დროს ისინი – 10 175 მეტრ სიმაღლეზე დააფიქსირეს).საყურადღებოა ისიც,რომ ასეთ სიმაღლეზე ჟანგბადის განსაკუთრებული ნაკლებობის გამო ვერტმფრენებსაც კი არ ძალუძთ ფრენა.ზემოაღნიშნული მაჩვენებლით,მთის ბატები მხოლოდ და მხოლოდ აფრიკულ ორბებს ჩამორჩებიან,რომელთაც 11 კილომეტრზე მეტ სიმაღლეზე ძალუძთ ფრენა. (ავტორი გენია.ჯი)