ირლანდიელთა მივიწყებული მონობა
ირლანდიელთა მონებად მასობრივად გაყიდვა დაწყებულ იქნა ჯერ კიდევ XVII საუკუნეში ინგლისის,შოტლანდიისა და ირლანდიის მეფის ჯეიმზ II სტიუარტის უშუალო ბრძანებით.იმ პერიოდისათვის 30 000 ირლანდიელი პატიმარი (მათ შორის უამრავი პოლიტპატიმარი) იქნა მონად გაყიდული “ახალ მსოფლიოში” (XV საუკუნის ბოლოს ევროპელი პირველაღმომჩენების მიერ ძველი მსოფლიოს საწინააღმდეგოდ ამერიკის კონტინენტისათვის შერქმეული სახელი). XVII საუკუნეში სწორედ ირლანდიელები შეადგენდნენ ვესტ-ინდოეთში,ანტიგუასა და მონსერატში მონათა უმრავლესობას. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მონსერატის მოსახლეობის 70%-ს ირლანდიელი მონები შეადგენდნენ.შესაბამისად,ირლანდიელები იქცნენ იმ პერიოდისათვის მონათა ყველაზე დიდ წყაროდ ინგლისელი მონათმფლობელებისათვის.საყურადღებო ფაქტია,რომ “ახალ მსოფლიოში” პირველი მონები არა აფრიკელი შავკანიანები,არამედ თეთრკანიანი ირლანდიელები იყვნენ.
1641-წლიდან 1652 წლის ჩათვლით ინგლისელების მიერ განადგურებული იქნა 500 000 ირლანდიელი,ხოლო 300 000 კი მონად გაყიდული.ირლანდიის მოსახლეობა სულ რაღაც ათი წლის განმავლობაში 1 500 000-დან 600 000-მდე შემცირდა.თავდაპირველად,მონად გაყიდულ ირლანდიელ მამაკაცებს ინგლისელები ნებას არ რთავდნენ თავიანთი ცოლ-შვილი თან წაეყვანათ უცხო ქვეყნებში.გარდა ამისა,ინგლისის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება,მონად გაყიდული ირლანდიელი მამაკაცების სახლებისა და ზოგადად,ქონების კონფისკაცია მოეხდინა,რის გამოც ერთობ იმატა უსახლკარო ირლანდიელი ქალებისა და ბავშვების რაოდენობამ. 1650-იან წლებში ოკეანის გაღმა არა მარტო ირლანდიელი მამაკაცების მონად გაყიდვა,არამედ ირლანდიელი ბავშვების გაყიდვამაც მასობრივი ხასიათი მიიღო.სწორედ აღნიშნულ პერიოდში იქნა ათიდან თოთხმეტ წლამდე 100 000 ირლანდიელი ბავშვი მშობლებისათვის წართმეული და ვესტ-ინდოეთში,ვირჯინიასა და ახალ ინგლისში მონად წასხმული.მოგვიანებით, 52 000 ირლანდიელი ქალი და ბავშვი კუნძულ ბარბადოსზე გაიყიდნენ მონებად. 1656 წელს ოლივერ კრომველის ბრძანებით 2 000 ირლანდიელი ბავშვი გაიყიდა მონად იამაიკაზე მაცხოვრებელ ინგლისელებზე. (ავტორი გენია.ჯი) ეს ის პერიოდია,როდესაც აფრიკის კონტინენტიდან იწყებოდა შავკანიანი მონებით მასობრივი ვაჭრობა.აქვე მინდა ავღნიშნო,რომ შავკანიანი მონების ფასი გაცილებით დიდი იყო მონათა ბაზარზე,ვიდრე ირლანდიელებისა.თუკი ერთი შავკანიანი მონა 50 გირვანქა-სტერლინგად ფასობდა,ირლანდიელი მონის ფასი მხოლოდ და მხოლოდ 5 გირვანქა-სტერლინგს შეადგენდა. XVII საუკუნეში ირლანდიელი მონების მეპატრონეებს თავიანთი ევროპელი მონების სასტიკად დასჯა და მკვლელობა დანაშაულად არ ეთვლებოდათ.საინტერესოა ისიც,რომ იმ შემთხვევაში თუკი ირლანდიელი ცოლ-ქმარი მონობას რაღაც მეთოდებვით დააღწევდა თავს,მათი შვილები მაინც მონობაში რჩებოდნენ. 1839 წელს დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საბოლოოდ უარი ეთქვა ამ საშინელ ქმედებებზე ირლანდიელთა მიმართ.მიუხედავად ამისა,მეკობრეები მაინც არ წყვეტდნენ ირლანდიელებით ვაჭრობას.დროთა განმავლობაში,იაფფასიანი აფრიკელი მონების მასობრივად შემოდინებამ ირლანდიელების ხვედრი ამ მხრივ ძალიან შეამსუბუქა.თუმცა არც ერთი მონად გაყიდული ირლანდიელი სამშობლოს აღარ დაბრუნებია.დღესდღეობით,რიგი ბრიტანელი ისტორიკოსებისა ირწმუნება,რომ ირლანდიელები არა მონები,არამედ “კონტრაქტით მოსამსახურეები” იყვნენ,მაგრამ თუკი ირლანდიელების ისტორიას კარგად ჩავუღრმავდებით,დავინახავთ,რომ ისინი არა “კონტრაქტით მომსახურეები” ,არამედ სრულფასოვანი – მონები იყვნენ. (ავტორი გენია.ჯი)
ჯეიმზ II სტიუარტი (ირლანდიელთა მონად გაყიდვის პირველი ინიციატორი)