არტურ პონსონბი – “სიცრუის პროპაგანდის ათი თეზისი”
არტურ აუგუსტუს უილიამ ჰარი პონსონბი (1871-1946 წლები) – წარმოადგენდა იმ გამოჩენილ ინგლისელ პოლიტიკოსს,მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს,რომელიც ღრმად იყო დარწმუნებული იმაში,რომ ომის მიმდინარეობისას,ხელისუფლების მხრიდან “სიცრუის ხელოვნების” ოსტატურად გამოყენება ერთ-ერთი უმაღლესი ხარისხის იარაღი გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) მისივე აზრით,სწორედ ამიტომ მიმართავდა ამა თუ იმ მეომარი მხარის მთავრობა არა მარტო საკუთარი მოსახლეობის მოტყუებას სხვადასხვაგვარი პროპაგანდისტული ლოზუნგებითა და სიცრუის ტირაჟირებით,არამედ ამ მეთოდით ისინი ნეიტრალურად განწყობილი ქვეყნების თავიანთ მხარეზე გადასვლასაც უზრუნველყოფდნენ და შეცდომაში შეჰყავდათ მოწინააღმდეგეც. 1928 წელს არტურმა გამოაქვეყნა სამხედრო პროპაგანდისადმი მიძღვნილი წიგნი,სახელწოდებით – “Falsehood in War – Time” (ტყუილი ომის დროს),სადაც ჩამოაყალიბა ის ათი სიცრუის პროპაგანდისტული სტრატეგიის თეზისი,რომლითაც აუცილებლად უნდა ესარგებლათ მეომარი მხარეების ხელისუფლებებს:
1. ჩვენ არ გვსურდა ომი;
2. ომი გააჩაღა ჩვენმა მოწინააღმდეგემ;
3. ჩვენი მტერი – ეშმაკის განსახიერებაა;
4. ჩვენი მიზნები კეთილშობილურია და გამორიცხავს სიხარბეს;
5. მოწინააღმდეგე სისტემატურად სჩადის არაადამიანურ დანაშაულებებს,ჩვენ კი – იშვიათად და უნებლიეთ;
6. მტერი იყენებს აკრძალულ იარაღს;
7. ჩვენი დანაკარგები უმნიშვნელოა,ხოლო მტრის დანაკარგები კი საშინელი;
8. მეცნიერებისა და კულტურის საუკეთესო წარმომადგენლები ჩვენს მხარეზე არიან;
9. ჩვენი საქმე სამართლიანია; (ავტორი გენია.ჯი)
10. მხოლოდ მოღალატეებს არ სჯერათ ჩვენი მასობრივი საინფორმაციო საშუალებების.